https://sputnik-georgia.com/20250703/premierma-abiturientebs-warmateba-da-yvela-miznis-mirweva-usurva-294024616.html
გამოცდები დაიწყო: პრემიერმა აბიტურიენტებს წარმატება და ყველა მიზნის მიღწევა უსურვა
გამოცდები დაიწყო: პრემიერმა აბიტურიენტებს წარმატება და ყველა მიზნის მიღწევა უსურვა
Sputnik საქართველო
დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქართული ენის გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს 03.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-03T11:15+0400
2025-07-03T11:15+0400
2025-07-03T11:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291208352_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_a77bf55653c39e236d9f80375b59658f.jpg
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებები უსურვა.ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. პრემიერის თქმით, ქვეყნის მომავალი, მისი წინსვლა და კეთილდღეობა მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას ეფუძნება. „ამიტომ, თქვენი ყოველი ნაბიჯი წინ, პირადი განვითარებისკენ, ამავდროულად საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისკენ გადადგმული ნაბიჯია. გისურვებთ წარმატებას და ყველა მიზნის მიღწევას ამ ახალ და საინტერესო გზაზე", - აღნიშნა პრემიერმა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთლა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. „ყველაფერი მშვიდ პროცესში მიმდინარეობს. დარწმუნებულები ვართ, ასეც დამთავრდება. 39 ათასი აბიტურიენტი გადანაწილებულია 24 ცენტრში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მშვიდი გარემო დახვდეთ აბიტურენტებს, რათა ბოლომდე შეძლონ საკუთარი ცოდნის დადასტურება", - აღნიშნა წერეთელმა. 2025 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნა თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ "ზოგადი უნარების" საგანს აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291208352_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_a6b6169fb3abce30ec782ed7cd8de30d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საზოგადოება
გამოცდები დაიწყო: პრემიერმა აბიტურიენტებს წარმატება და ყველა მიზნის მიღწევა უსურვა
დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქართული ენის გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებები უსურვა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.
„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება. ერთიანი ეროვნული გამოცდები თქვენი მრავალწლიანი შრომის კულმინაციაა. მჯერა, ამ ეტაპს თითოეული თქვენგანი ღირსეულად, ცოდნისა და უნარების მაქსიმალური მობილიზებით შეხვდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ქვეყნის მომავალი, მისი წინსვლა და კეთილდღეობა მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას ეფუძნება.
„ამიტომ, თქვენი ყოველი ნაბიჯი წინ, პირადი განვითარებისკენ, ამავდროულად საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისკენ გადადგმული ნაბიჯია. გისურვებთ წარმატებას და ყველა მიზნის მიღწევას ამ ახალ და საინტერესო გზაზე", - აღნიშნა პრემიერმა.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთლა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„ყველაფერი მშვიდ პროცესში მიმდინარეობს. დარწმუნებულები ვართ, ასეც დამთავრდება. 39 ათასი აბიტურიენტი გადანაწილებულია 24 ცენტრში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მშვიდი გარემო დახვდეთ აბიტურენტებს, რათა ბოლომდე შეძლონ საკუთარი ცოდნის დადასტურება", - აღნიშნა წერეთელმა.
2025 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნა თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ "ზოგადი უნარების" საგანს აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.