ისანში საპარკინგე ადგილის გამო კაცმა მეზობელი მოკლა

© video: Sputnik / Stringerდანაშაულის ადგილი
დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2025
გამოწერა
სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ისანში კაცმა მეზობელი მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ბრალდებულს დაზიანებები აღენიშნება და ის ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის დაპირისპირება პარკინგის ადგილის გამო დაიწყო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0