https://sputnik-georgia.com/20250703/irakli-kobaxize-italiasa-da-yazaxetsi-saqartvelos-axladdanisnul-elcebs-sexvda-294028238.html
ირაკლი კობახიძე იტალიასა და ყაზახეთში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე იტალიასა და ყაზახეთში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს ახალ თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა. 03.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-03T18:59+0400
2025-07-03T18:59+0400
2025-07-03T18:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
იტალია
ყაზახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1c/293953501_0:75:2048:1227_1920x0_80_0_0_9f13b28a2a429b82164e06ff162546e9.jpg
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიისა და ყაზახეთის რესპუბლიკებში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს ახალ თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე თამარ ლილუაშვილი დაინიშნა. თამარ ლილუაშვილი ამ დრომდე უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი იყო საქართველოს ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში. რაც შეეხება ყაზახეთის რესპუბლიკას, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ლევან დიასამიძე დაინიშნა. მთავრობის ცნობით, ლევან დიასამიძეს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ის 2022 წლიდან დღემდე მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა.
საქართველო
იტალია
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1c/293953501_156:0:1892:1302_1920x0_80_0_0_dc8a4a009bf10ffa0874b75b6ebd4baa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, იტალია , ყაზახეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, იტალია , ყაზახეთი
ირაკლი კობახიძე იტალიასა და ყაზახეთში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა
მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს ახალ თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა.
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიისა და ყაზახეთის რესპუბლიკებში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს ახალ თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე თამარ ლილუაშვილი დაინიშნა.
თამარ ლილუაშვილი ამ დრომდე უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი იყო საქართველოს ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში.
რაც შეეხება ყაზახეთის რესპუბლიკას, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ლევან დიასამიძე დაინიშნა.
მთავრობის ცნობით, ლევან დიასამიძეს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ის 2022 წლიდან დღემდე მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა.