https://sputnik-georgia.com/20250702/papuashvili-donorebma-eqstremizmis-dapinanseba-unda-shewkviton-294015400.html
პაპუაშვილი: დონორებმა საქართველოში ექსტრემიზმის დაფინანსება უნდა შეწყვიტონ
პაპუაშვილი: დონორებმა საქართველოში ექსტრემიზმის დაფინანსება უნდა შეწყვიტონ
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მოუწოდებს დონორებს, შეწყვიტონ ექსტრემიზმის დაფინანსება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ექსტრემისტები უკვე... 02.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-02T16:19+0400
2025-07-02T16:19+0400
2025-07-02T16:19+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
დიდი ბრიტანეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_2c0ddcbc97c0e7fa79bd82bd442869ee.jpg
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მოუწოდებს დონორებს, შეწყვიტონ ექსტრემიზმის დაფინანსება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ექსტრემისტები უკვე ღიად აღიარებენ თავიანთ საქმიანობას, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.პარლამენტის სპიკერმა პოსტს თან დაურთო ოპოზიციური პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის ფოტო, მისივე ციტატით: „ექსტრემიზმი ყოველთვის ცუდი არ არის“.მანამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიტანეთის საელჩო რადიკალური დღის წესრიგის პოპულარიზაციის მიზნით ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსების განზრახვაში დაადანაშაულა.ცნობილია, რომ გამოცემა „ტაბულამ“ ბრიტანეთის მთავრობისგან არჩევნების გაშუქებისთვის 50 ათასი გირვანქა სტერლინგის გრანტი მოიპოვა. თუმცა, პროექტი საქართველოს ხელისუფლებამ არ დაამტკიცა, რის გამოც დიდმა ბრიტანეთმა გრანტი გააუქმა.გამოცემა „ტაბულა“ დააარსა ოპოზიციური პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პოლიტიკოს გიგა ბოკერიას მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა. წინა მთავრობის დროს ბოკერია მიხეილ სააკაშვილის ახლო თანამოაზრე იყო და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა.ბრიტანეთის საელჩომ 11 ივნისს განაცხადა, რომ შეაჩერა 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების „გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად გამიზნული გრანტების გაცემა“.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_194:0:2925:2048_1920x0_80_0_0_c68e665fd293486f9613523f732ee793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , დიდი ბრიტანეთი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , დიდი ბრიტანეთი , ახალი ამბები
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მოუწოდებს დონორებს, შეწყვიტონ ექსტრემიზმის დაფინანსება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ექსტრემისტები უკვე ღიად აღიარებენ თავიანთ საქმიანობას, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
პარლამენტის სპიკერმა პოსტს თან დაურთო ოპოზიციური პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის ფოტო, მისივე ციტატით: „ექსტრემიზმი ყოველთვის ცუდი არ არის“.
„ექსტრემისტები უკვე აღიარებენ, რომ მათი საქმიანობა ექსტრემიზმია. ახლა ჯერი დონორებზეა. საქართველოში ექსტრემიზმის დაფინანსება უნდა შეწყდეს", - დაწერა პაპუაშვილმა.
მანამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიტანეთის საელჩო რადიკალური დღის წესრიგის პოპულარიზაციის მიზნით ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსების განზრახვაში დაადანაშაულა.
ცნობილია, რომ გამოცემა „ტაბულამ“ ბრიტანეთის მთავრობისგან არჩევნების გაშუქებისთვის 50 ათასი გირვანქა სტერლინგის გრანტი მოიპოვა. თუმცა, პროექტი საქართველოს ხელისუფლებამ არ დაამტკიცა, რის გამოც დიდმა ბრიტანეთმა გრანტი გააუქმა.
გამოცემა „ტაბულა“ დააარსა ოპოზიციური პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პოლიტიკოს გიგა ბოკერიას მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა. წინა მთავრობის დროს ბოკერია მიხეილ სააკაშვილის ახლო თანამოაზრე იყო და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა.
ბრიტანეთის საელჩომ 11 ივნისს განაცხადა, რომ შეაჩერა 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების „გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად გამიზნული გრანტების გაცემა“.