https://sputnik-georgia.com/20250702/gaxarias-partiis-wevrebs-sadeputato-uplebamosileba-sheuwkdat-294012565.html
პარტია „საქართველოსთვის“ 12 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა
პარტია „საქართველოსთვის“ 12 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა
Sputnik საქართველო
სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა. 02.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-02T13:41+0400
2025-07-02T13:41+0400
2025-07-02T13:40+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f47842f6cb27d90623beae5f186a61ae.jpg
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 7,8% მიიღო და საკანონმდებლო ორგანოში 12 ადგილი მოიპოვა. პარტია პარლამენტში მოხვდა, მაგრამ პირველივე დღიდან ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და მის საქმიანობას იგნორირებას უკეთებს.შესაბამისი გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.გახარიას პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა - ოპოზიციური პარტიის წევრებმა 26 სხდომიდან 26-ვე არასაპატიო მიზეზით გააცდინეს. სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ პარტიის შემდეგ წევრებს:გამომდინარე იქიდან, რომ პარტიამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ გააუქმა თავისი სია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, იმ დეპუტატებს, რომელთა უფლებამოსილებაც შეწყდა, სიის მომდევნო წევრები ჩაანაცვლებენ.პარტია „საქართველოსთვის“ ზღვარგადალახული ბოლო ოპოზიციური პარტია იყო, რომელიც პარლამენტში რჩებოდა. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა 5 თებერვალს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირეს - შედეგად პარლამენტის შემადგენლობა ოფიციალურად 150-დან 101-მდე შემცირდა.განაცხადები სამივე პოლიტიკური ძალის ყველა წევრმა შეიტანა - ესენია „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა", „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!"
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_e58b4d2185634f2999951a427985a5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
პარტია „საქართველოსთვის“ 12 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა
სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.
ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 7,8% მიიღო და საკანონმდებლო ორგანოში 12 ადგილი მოიპოვა. პარტია პარლამენტში მოხვდა, მაგრამ პირველივე დღიდან ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და მის საქმიანობას იგნორირებას უკეთებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.
გახარიას პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა - ოპოზიციური პარტიის წევრებმა 26 სხდომიდან 26-ვე არასაპატიო მიზეზით გააცდინეს.
„ამ მოწვევის პარლამენტის განმავლობაში, პარტიას „საქართველოსთვის“ დაახლოებით 800 ათასი ლარი პარტიული დაფინანსება აქვს მიღებული ისე, რომ ერთი დღეც არ გაუტარებიათ პარლამენტში. შეგახსენებთ რეგულაციას, რომ მანდატების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიას 6 თვით შეუჩერდება პარტიული დაფინანსება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ პარტიის შემდეგ წევრებს:
გამომდინარე იქიდან, რომ პარტიამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ გააუქმა თავისი სია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, იმ დეპუტატებს, რომელთა უფლებამოსილებაც შეწყდა, სიის მომდევნო წევრები ჩაანაცვლებენ.
პარტია „საქართველოსთვის“ ზღვარგადალახული ბოლო ოპოზიციური პარტია იყო, რომელიც პარლამენტში რჩებოდა. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა 5 თებერვალს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირეს - შედეგად პარლამენტის შემადგენლობა ოფიციალურად 150-დან 101-მდე შემცირდა.
განაცხადები სამივე პოლიტიკური ძალის ყველა წევრმა შეიტანა - ესენია „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა", „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!"