https://sputnik-georgia.com/20250702/cesko-partiebs-procedurebs-axsenebs-294013792.html
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები: ცესკომ პარტიებს პროცედურები შეახსენა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები: ცესკომ პარტიებს პროცედურები შეახსენა
Sputnik საქართველო
პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელმა რიგითი ნომრის მოთხოვნის მიზნით კომისიას განცხადება უნდა წარუდგინოს არაუგვიანეს 17ივლისისა. 02.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-02T15:00+0400
2025-07-02T15:00+0400
2025-07-02T15:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ცესკო
თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/13/249494142_0:0:2992:1683_1920x0_80_0_0_f75161b0273d701e1d41ec0c737712d8.jpg
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიებს, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვის აუცილებლობას ახსენებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/ თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს (4 ოქტომბერი).აუცილებელი პროცედურებისაქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიის ხელმძღვანელმა პირმა (პირებმა) განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს:პარტიას, რომელიც ვერ აკმაყოპილებს საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლის ზემოთ აღნიშნულ ვერცერთ პირობას, განცხადების წარდგენისთანავე გადაეცემა მხარდამჭერთა სია.პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის სია.გარდა ამისა, რიგითი ნომრის მოთხოვნის მიზნით, უფლებამოსილი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელმა ცესკოში უნდა წარადგინოს განცხადება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ივლისისა.თუ პოლიტიკური გაერთიანება არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას და არ მიმართავს ცესკოს განცხადებით რიგითი ნომრის მოთხოვნის შესახებ, მას რიგითი ნომერი მიენიჭება წილისყრით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა.თვითთმართველობის არჩევნებითვითმმართველობის არჩევნები ყველაზე მასშტაბურია ქვეყანაში - ყველა ქალაქისა და რაიონის მოსახლეობა ცალ-ცალკე ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევს.ამავდროულად, მომავალი არჩევნები მასშტაბურია საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტების რაოდენობის თვალსაზრისით, ასევე ლოკალურიცაა, იმის გათვალისწინებით, რომ 62 რაიონიდან თითოეულის მაცხოვრებლები ცალ-ცალკე ირჩევენ მერებსა და საკრებულოების წევრებს.არჩევნების შედეგები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ოლქების მიხედვით. მაგალითად, ბოლო ასეთ არჩევნებში, რომელიც ჩატარდა თბილისში, საარჩევნო ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა, საქართველოს მთიან რეგიონში, ამბროლაურში - სამმა, ხოლო ახალქალაქის რეგიონში - ორმა.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მიხედვით, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“.დანარჩენმა პარტიებმა, ქვეყნის მასშტაბითაც კი, მინიმალური 3%-იანი მხარდაჭერაც ვერ მოიპოვეს და რიგ რეგიონებში მათი მხარდაჭერა ნულის ტოლი იყო.აქამდე ოპოზიციის ძირითადი ნაწილი, რომელსაც ქვეყნის უმეტეს ქალაქებსა და რეგიონებში ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, არჩევნების მიმართ ბოიკოტის ერთიან პოზიციას ინარჩუნებდა. თუმცა, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოწოდებამ ბოიკოტზე უარის თქმისა და არჩევნებზე წასვლის შესახებ ეს პოზიცია სერიოზულად შეარყია.კერძოდ, პარტიაში „საქართველოსთვის“ ნეიტრალური კანდიდატების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. არჩევნებში მონაწილეობის პერსპექტივას განიხილავენ ასევე ექს-პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მომხრეებიც, რომლის ირგვლივ გაერთიანდა რამდენიმე პარტია, მათ შორის „ევროპული საქართველო“ და „ლელო“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/13/249494142_325:0:2992:2000_1920x0_80_0_0_bc26dbb69856bb3fd64b1a76e9bb91c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები: ცესკომ პარტიებს პროცედურები შეახსენა
პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელმა რიგითი ნომრის მოთხოვნის მიზნით კომისიას განცხადება უნდა წარუდგინოს არაუგვიანეს 17ივლისისა.
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიებს, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვის აუცილებლობას ახსენებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/ თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს (4 ოქტომბერი).
„ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიის ხელმძღვანელმა პირმა (პირებმა) განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს:
საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას;
არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით, თუ ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ ვერცერთ პირობას.
პარტიას, რომელიც ვერ აკმაყოპილებს საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლის ზემოთ აღნიშნულ ვერცერთ პირობას, განცხადების წარდგენისთანავე გადაეცემა მხარდამჭერთა სია.
პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის სია.
გარდა ამისა, რიგითი ნომრის მოთხოვნის მიზნით, უფლებამოსილი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელმა ცესკოში უნდა წარადგინოს განცხადება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ივლისისა.
თუ პოლიტიკური გაერთიანება არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას და არ მიმართავს ცესკოს განცხადებით რიგითი ნომრის მოთხოვნის შესახებ, მას რიგითი ნომერი მიენიჭება წილისყრით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა.
თვითთმართველობის არჩევნები
თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე მასშტაბურია ქვეყანაში - ყველა ქალაქისა და რაიონის მოსახლეობა ცალ-ცალკე ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევს.
ამავდროულად, მომავალი არჩევნები მასშტაბურია საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტების რაოდენობის თვალსაზრისით, ასევე ლოკალურიცაა, იმის გათვალისწინებით, რომ 62 რაიონიდან თითოეულის მაცხოვრებლები ცალ-ცალკე ირჩევენ მერებსა და საკრებულოების წევრებს.
არჩევნების შედეგები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ოლქების მიხედვით. მაგალითად, ბოლო ასეთ არჩევნებში, რომელიც ჩატარდა თბილისში, საარჩევნო ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა, საქართველოს მთიან რეგიონში, ამბროლაურში - სამმა, ხოლო ახალქალაქის რეგიონში - ორმა.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მიხედვით, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“.
დანარჩენმა პარტიებმა, ქვეყნის მასშტაბითაც კი, მინიმალური 3%-იანი მხარდაჭერაც ვერ მოიპოვეს და რიგ რეგიონებში მათი მხარდაჭერა ნულის ტოლი იყო.
აქამდე ოპოზიციის ძირითადი ნაწილი, რომელსაც ქვეყნის უმეტეს ქალაქებსა და რეგიონებში ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, არჩევნების მიმართ ბოიკოტის ერთიან პოზიციას ინარჩუნებდა. თუმცა, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოწოდებამ ბოიკოტზე უარის თქმისა და არჩევნებზე წასვლის შესახებ ეს პოზიცია სერიოზულად შეარყია.
კერძოდ, პარტიაში „საქართველოსთვის“ ნეიტრალური კანდიდატების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. არჩევნებში მონაწილეობის პერსპექტივას განიხილავენ ასევე ექს-პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მომხრეებიც, რომლის ირგვლივ გაერთიანდა რამდენიმე პარტია, მათ შორის „ევროპული საქართველო“ და „ლელო“.