https://sputnik-georgia.com/20250702/bakurianshi-xetyis-ukanonod-mopovebis-paqti-gamovlinda-294014039.html
ბაკურიანში ხეტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
ბაკურიანში ხეტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. 02.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-02T15:23+0400
2025-07-02T15:23+0400
2025-07-02T15:23+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261845684_0:45:1920:1125_1920x0_80_0_0_ab98bbf2c28c679e2c9d550651ef987e.jpg
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაკურიანში ხეტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. კერძოდ, ბაკურიანში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ექვს კუბურ მეტრამდე პირველი ხარისხის სამასალე მერქნის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა.ადგილობრივი სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია წაღვერის ე.წ. საქმიან ეზოში.უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261845684_213:0:1920:1280_1920x0_80_0_0_791df01e41fc8c15445a65238b979dbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საზოგადოება
ბაკურიანში ხეტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაკურიანში ხეტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
კერძოდ, ბაკურიანში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ექვს კუბურ მეტრამდე პირველი ხარისხის სამასალე მერქნის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა.
ადგილობრივი სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია წაღვერის ე.წ. საქმიან ეზოში.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.