ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerშემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2025
გამოწერა
არასრულწლოვანი მოტოციკლს მართავდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტრობოძს შეეჯახა.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ხონის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი მოტოციკლს მართავდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტრობოძს შეეჯახა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ყველა ახალი ამბავი
0