https://sputnik-georgia.com/20250701/ukanono-migrantis-identificireba-shss-uflebamosileba-fartovdeba-293983918.html
უკანონო მიგრანტის იდენტიფიცირება: შსს-ს უფლებამოსილება ფართოვდება
უკანონო მიგრანტის იდენტიფიცირება: შსს-ს უფლებამოსილება ფართოვდება
Sputnik საქართველო
კანონმდებლები კანონპროექტს დაჩქარებული წესით 1-ელი და 2 ივლისის რიგგარეშე სხდომებზე განიხილავენ. 01.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-01T11:00+0400
2025-07-01T11:00+0400
2025-07-01T11:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
კანონმდებლობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1f/269050216_0:0:3284:1847_1920x0_80_0_0_6cd0bbe938ecbbc1af61a64ad0cfdb73.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. უკანონო მიგრანტის აღმოჩენის და მისი იდენტიფიცირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს საცხოვრებელ, სამუშაო ადგილას ან სხვა კერძო საკუთრებაში შესვლის და შემოწმების უფლება ექნებათ.შესაბამისი ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირებაც ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა.ცვლილებების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს და დაყოვნებამ შეიძლება უცხოელის მიმალვა, მისი სამგზავრო დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა გამოიწვიოს, შსს-ს შესაბამისი ორგანო უფლებამოსილი იქნება საცხოვრებელი, სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება დაიწყოს და მოსამართლეს შესაბამისი შუამდგომლობით 24 საათის განმავლობაში მიმართოს.შუამდგომლობის წარდგენისას შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, თუ რაში მდგომარეობდა შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა.გარდა ამისა, უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შემოწმების დროს პოლიცია უფლებამოსილი იქნება განახორციელოს პირის გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა პრევენციული და იძულების ღონისძიებები.უცხოელის სამუშაო ადგილის შემოწმებისას პოლიციელს შეეძლება დამსაქმებლისგან იმ დოკუმენტების დათვალიერება მოითხოვოს, რომლებიც უცხოელის საქართველოში მუშაობის კანონიერ საფუძველს ადასტურებენ.კანონმდებლები კანონპროექტს დაჩქარებული წესით 1-ელი და 2 ივლისის რიგგარეშე სხდომებზე განიხილავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1f/269050216_483:0:3214:2048_1920x0_80_0_0_cc561ce8d2179f2b07aa283db43e955c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, კანონმდებლობა
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, კანონმდებლობა
უკანონო მიგრანტის იდენტიფიცირება: შსს-ს უფლებამოსილება ფართოვდება
კანონმდებლები კანონპროექტს დაჩქარებული წესით 1-ელი და 2 ივლისის რიგგარეშე სხდომებზე განიხილავენ.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. უკანონო მიგრანტის აღმოჩენის და მისი იდენტიფიცირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს საცხოვრებელ, სამუშაო ადგილას ან სხვა კერძო საკუთრებაში შესვლის და შემოწმების უფლება ექნებათ.
შესაბამისი ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირებაც ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა.
პროექტის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს აღნიშნული უფლება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ექნებათ. იმ შემთხვევაში, თუ კერძო საკუთრების თანამესაკუთრის, თანამფლობელის ან სამუშაო ადგილის დამსაქმებლის თანხმობა იქნება, მაშინ აღნიშნული შემოწმების ჩატარება მოსამართლის ბრძანების გარეშე იქნება შესაძლებელი.
ცვლილებების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს და დაყოვნებამ შეიძლება უცხოელის მიმალვა, მისი სამგზავრო დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა გამოიწვიოს, შსს-ს შესაბამისი ორგანო უფლებამოსილი იქნება საცხოვრებელი, სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება დაიწყოს და მოსამართლეს შესაბამისი შუამდგომლობით 24 საათის განმავლობაში მიმართოს.
შუამდგომლობის წარდგენისას შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, თუ რაში მდგომარეობდა შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა.
გარდა ამისა, უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შემოწმების დროს პოლიცია უფლებამოსილი იქნება განახორციელოს პირის გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა პრევენციული და იძულების ღონისძიებები.
უცხოელის სამუშაო ადგილის შემოწმებისას პოლიციელს შეეძლება დამსაქმებლისგან იმ დოკუმენტების დათვალიერება მოითხოვოს, რომლებიც უცხოელის საქართველოში მუშაობის კანონიერ საფუძველს ადასტურებენ.
კანონმდებლები კანონპროექტს დაჩქარებული წესით 1-ელი და 2 ივლისის რიგგარეშე სხდომებზე განიხილავენ.