ისტორიაში პირველად: UFC-ის ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგს სათავეში ქართველი ჩაუდგა

© AFP 2024 / JAVIER SORIANOილია თოფურია
ილია თოფურია - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2025
გამოწერა
მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიას გარდა, UFC-ში არაერთი ქართველი მებრძოლი წარმატებით ასპარეზობს. ესენი არიან გიგა ჭიკაძე, გურამ ქუთათელაძე, რომან დოლიძე, ლიანა ჯოჯუა.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ისტორიაში პირველად, UFC-ის ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგს (P4P) სათავეში ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ჩაუდგა.
29 ივნისს ილია თოფურიამ ლას-ვეგასში მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ბრძოლაში ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ორგანიზაციის მეორე წონის ჩემპიონიც გახდა.
ოლივეირას დამარცხების შემდეგ, თოფურიამ მესამე ადგილიდან რეიტინგში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.
გაერთიანებულ რეიტინგში მესამე ადგილზეა სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, რომელიც რეიტინგის განახლებამდე მეორე პოზიციას იკავებდა, ხოლო მეორე ადგილზე გადაინაცვლა რეიტინგის ყოფილმა ლიდერმა, მსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა.
UFC-ს ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი:
1.
ილია თოფურია (საქართველო)
2.
ისლამ მახაჩევი (რუსეთი)
3.
მერაბ დვალიშვილი (საქართველო)
4.
დრიკუს დუ პლესი (სამხრეთ აფრიკა)
5.
ალქსანდრე პანტოჟა (ბრაზილია)
6.
ალექსანდერ ვოლკანოვსკი (ავსტრალია)
7.
მაგომედ ანკალაევი (რუსეთი)
8.
ჯეკ დელა მადალენა (ავსტრალია)
9.
ტომ ასპინალი (ინგლისი)
10.
ალექს პერეირა (ბრაზილია)
11.
მაქს ჰოლოუეი (აშშ)
12.
ბელალ მუჰამედი (აშშ)
13.
არმან ცარუკიანი (სომხეთი)
14.
ხამზატ ჩიმაევი (რუსეთი)
15.
ჩარლზ ოლივეირა (ბრაზილია)
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, მან 8 ივნისს ამერიკელი შონ ო'მალი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა.
მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიას გარდა, UFC-ში არაერთი ქართველი მებრძოლი წარმატებით ასპარეზობს. ესენი არიან გიგა ჭიკაძე, გურამ ქუთათელაძე, რომან დოლიძე, ლიანა ჯოჯუა.
ყველა ახალი ამბავი
0