https://sputnik-georgia.com/20250701/saqartvelom-da-britanetma-braldebebi-gacvales-294002098.html
საქართველომ და ბრიტანეთმა ბრალდებები გაცვალეს: დიპლომატი საგარეო უწყებაში დაიბარეს
საქართველომ და ბრიტანეთმა ბრალდებები გაცვალეს: დიპლომატი საგარეო უწყებაში დაიბარეს
Sputnik საქართველო
როგორც კალაძემ აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის საელჩოს დღემდე არ გამოქვეყნებია სია, ბოლო წლებში თუ რომელ ორგანიზაციებს აფინანსებდა საქართველოში. 01.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-01T19:00+0400
2025-07-01T19:00+0400
2025-07-01T19:00+0400
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0d/264396067_0:145:3149:1916_1920x0_80_0_0_fb7456970eccd0a03edc9de83ed12f03.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება თავს კი არ ესხმის, არამედ თავს იცავს იმ უსამართლობისგან, რაც ევროკავშირისგან და დიდი ბრიტანეთისგან მოდის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენმდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ. ასე გამოეხმაურა კალაძე საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის გიორგი საგანელიძის დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში დაბარებას. შეხვედრაზე ბრიტანულმა მხარემ ნათლად გამოხატა მტკიცე პოზიცია საქართველოს „სულ უფრო მავნე კურსთან“ დაკავშირებით და მკვეთრად დაგმო „ქართული ოცნების“ მიერ დიდი ბრიტანეთისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ „ცრუ ბრალდებები და საჯარო თავდასხმები“. როგორც კალაძემ აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის საელჩოს დღემდე არ გამოქვეყნებია სია, ბოლო წლებში თუ რომელ ორგანიზაციებს აფინანსებდა საქართველოში.მისი თქმით, გარე ძალები აფინანსებდნენ რევოლუციების, გადატრიალებებისა და საზოგადოებაში განხეთქილების შეტანის მცდელობებს. „ყველას თავისი ინტერესი ჰქონდა, რომ ხალხის მიერ არჩეული პატრიოტი ხელისუფლება დაემხოთ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ხალხი ყველაფერს ხედავს და აფასებს”, - განაცხადა მმართელო პარტიის გენმდივანმა. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიტანეთის საელჩო რადიკალური დღის წესრიგის პოპულარიზაციის მიზნით ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსების დაგეგმვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ამაზე პასუხის ნაცვლად, ქართული მხარე იღებს უსაფუძვლო ბრალდებებს. სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2022 წლის მსგავსად, საქართველო „იცავს თავის სიმართლეს, გარე ზეწოლის მიუხედავად“. „ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტებით. აგერ ფაქტი არის, რომ ბრიტანეთის საელჩო აპირებდა ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა. „ტაბულა“ დააარსა ოპოზიციური პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პოლიტიკოს გიგა ბოკერიას მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა. წინა მთავრობის დროს ბოკერია მიხეილ სააკაშვილის ახლო თანამოაზრე იყო და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდასაქართველო და დიდი ბრიტანეთიჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო.უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ.დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0d/264396067_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_218116599c2db2a07ad167dbd75fbf1a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ქართული ოცნება
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ქართული ოცნება
საქართველომ და ბრიტანეთმა ბრალდებები გაცვალეს: დიპლომატი საგარეო უწყებაში დაიბარეს
როგორც კალაძემ აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის საელჩოს დღემდე არ გამოქვეყნებია სია, ბოლო წლებში თუ რომელ ორგანიზაციებს აფინანსებდა საქართველოში.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება თავს კი არ ესხმის, არამედ თავს იცავს იმ უსამართლობისგან, რაც ევროკავშირისგან და დიდი ბრიტანეთისგან მოდის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენმდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ასე გამოეხმაურა კალაძე საქართველოს საქმეთა
დროებითი რწმუნებულის გიორგი საგანელიძის დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში დაბარებას. შეხვედრაზე ბრიტანულმა მხარემ ნათლად გამოხატა მტკიცე პოზიცია საქართველოს „სულ უფრო მავნე კურსთან“ დაკავშირებით და მკვეთრად დაგმო „ქართული ოცნების“ მიერ დიდი ბრიტანეთისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ „ცრუ ბრალდებები და საჯარო თავდასხმები“.
„ჩვენ არავის ვერჩით. როგორ შეიძლება საქართველო ევროპას, დიდ ბრიტანეთს ან აშშ-ს ებრძოდეს?! ეს ხომ წარმოუდგენელია. პირიქით, ჩვენ ვიცავთ თავს იმ უსამართლობისგან, რაც ევროკავშირისგან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან მოდის“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის საელჩოს დღემდე არ გამოქვეყნებია სია, ბოლო წლებში თუ რომელ ორგანიზაციებს აფინანსებდა საქართველოში.
მისი თქმით, გარე ძალები აფინანსებდნენ რევოლუციების, გადატრიალებებისა და საზოგადოებაში განხეთქილების შეტანის მცდელობებს.
„ყველას თავისი ინტერესი ჰქონდა, რომ ხალხის მიერ არჩეული პატრიოტი ხელისუფლება დაემხოთ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ხალხი ყველაფერს ხედავს და აფასებს”, -
განაცხადა მმართელო პარტიის გენმდივანმა.
თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიტანეთის საელჩო რადიკალური დღის წესრიგის პოპულარიზაციის მიზნით ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსების დაგეგმვაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, ამაზე პასუხის ნაცვლად, ქართული მხარე იღებს უსაფუძვლო ბრალდებებს. სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2022 წლის მსგავსად, საქართველო „იცავს თავის სიმართლეს, გარე ზეწოლის მიუხედავად“.
„ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტებით. აგერ ფაქტი არის, რომ ბრიტანეთის საელჩო აპირებდა ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებას“, -
განაცხადა პაპუაშვილმა.
ბრიტანეთის საელჩომ 11 ივნისს განაცხადა, რომ აჩერებდა გრანტებს, რომლებიც „განკუთვნილია ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად“. განცხადებიდან მალევე გახდა ცნობილი, რომ გამოცემა „ტაბულამ“ ბრიტანეთის მთავრობისგან არჩევნების გაშუქებისთვის 50 ათასი გირვანქა სტერლინგის გრანტი მოიპოვა. თუმცა, პროექტი საქართველოს ხელისუფლებამ არ დაამტკიცა, რის გამოც დიდმა ბრიტანეთმა გრანტი გააუქმა.
„ტაბულა“ დააარსა ოპოზიციური პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პოლიტიკოს გიგა ბოკერიას მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა. წინა მთავრობის დროს ბოკერია მიხეილ სააკაშვილის ახლო თანამოაზრე იყო და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა
საქართველო და დიდი ბრიტანეთი
ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო.
უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.
ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული.