https://sputnik-georgia.com/20250701/sagzao-mozraobis-wesebis-damrgvevtatvis-jarimebi-gaizrdeba-293987962.html
საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთათვის ჯარიმები გაიზრდება
საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთათვის ჯარიმები გაიზრდება
Sputnik საქართველო
ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს. 01.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-01T10:29+0400
2025-07-01T10:29+0400
2025-07-01T15:21+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269807548_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_47dfe6c137723423a39ec615ce914567.jpg
თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევაზე ფულადი სანქციები იზრდება. ქვეითად მოსიარულე პირებს საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობის, ასევე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის გაზრდილი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა ან საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა, გამოიწვევს პირის 10 ლარის ნაცვლად 50 ლარით დაჯარიმებას.20 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება სანქცია აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის.აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში, დაექვემდებაქრება ჯარიმას 200 ლარის ოდენობით.საკანონმდებლო ცვლილებებით ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა.კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურება/მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (დრიფტი), გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის შემთხვევის, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269807548_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_79b28144ecd55d52b890827d1e5f6e4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები, საზოგადოება
საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთათვის ჯარიმები გაიზრდება
10:29 01.07.2025 (განახლებულია: 15:21 01.07.2025) ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევაზე ფულადი სანქციები იზრდება.
ქვეითად მოსიარულე პირებს საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობის, ასევე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის გაზრდილი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა ან საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა, გამოიწვევს პირის 10 ლარის ნაცვლად 50 ლარით დაჯარიმებას.
20 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება სანქცია აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის.
გარდა ამისა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის ან საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ასევე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის.
აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში, დაექვემდებაქრება ჯარიმას 200 ლარის ოდენობით.
საკანონმდებლო ცვლილებებით ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურება/მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (დრიფტი), გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის შემთხვევის, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.