https://sputnik-georgia.com/20250701/kiseliovi-sputnik-azerbaijani-294009361.html
კისელიოვი: ის რაც ბაქოში ხდება Sputnik-თან დაკავშირებით, უსამართლობაა
კისელიოვი: ის რაც ბაქოში ხდება Sputnik-თან დაკავშირებით, უსამართლობაა
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ბაქოში Sputnik-ს წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ ვითარებას უსამართლობად მივიჩნევთ, განაცხადა მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“... 01.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-01T14:38+0400
2025-07-01T14:38+0400
2025-07-02T11:38+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთი
აზერბაიჯანი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/14/263012942_0:0:3251:1828_1920x0_80_0_0_15bfe685ac0090eed5659641cbb17890.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ბაქოში Sputnik-ს წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ ვითარებას უსამართლობად მივიჩნევთ, განაცხადა მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაქოს პოლიციამ 30 ივნისს საინფორმაციო სააგენტო „Sputnik აზერბაიჯანის“ ოფისში ჩხრეკა ჩაატარა, დააკავა შეფ-რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი და რედაქციის ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი.კისელიოვის თქმით, ყველა ფორმალური საკითხი რუსეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის შეთანხმების ხელმოწერით უნდა მოგვარებულიყო; ამ თემაზე მოლაპარაკება პრეზიდენტ ალიევის წარმომადგენელ ხალაფოვის მოსკოვში ვიზიტისას შედგა, საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც თავად კისელიოვიც ესწრებოდა, და რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ „Sputnik აზერბაიჯანი“ ბაქოში მუშაობას ბაქოსავე მიერ შეთავაზებული დროებითი იურიდიული სქემით განაგრძობდა.თუმცა, როგორც კისელიოვი ამბობს, ყველაფერი იმით გაგრძელდა, რომ აზერბაიჯანელი ძალოვნები მოულოდნელად შევიდნენ სააგენტოში და მისი თანამშრომლები ისე დააკავეს, თითქოს ტერორისტები ყოფილიყვნენ. ამასთან განაცხადეს, რომ ისინი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები იყვნენ.მედიაჯგუფის გენდირექტორის აზრით, შექმნილი ვითარება წინასწარ განზრახულ ქმედებას ჰგავს, რომლის მიზანიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭებაა.
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/14/263012942_163:0:2894:2048_1920x0_80_0_0_15c0f95036a01146c456d4c212978ddd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, აზერბაიჯანი, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, აზერბაიჯანი, პოლიტიკა
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ბაქოში Sputnik-ს წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ ვითარებას უსამართლობად მივიჩნევთ, განაცხადა მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაქოს პოლიციამ 30 ივნისს საინფორმაციო სააგენტო „Sputnik აზერბაიჯანის“ ოფისში ჩხრეკა ჩაატარა, დააკავა შეფ-რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი და რედაქციის ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი.
„იმას, რაც ბაქოში ჩვენს წარმომადგენლობასთან დაკავშირებით ხდება, უსამართლობად მივიჩნევთ. „Sputnik აზერბაიჯანის“ ჟურნალისტურ მუშაობასთან პრეტენზიები არც ყოფილა და არც არის“, — თქვა მან.
კისელიოვის თქმით, ყველა ფორმალური საკითხი რუსეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის შეთანხმების ხელმოწერით უნდა მოგვარებულიყო; ამ თემაზე მოლაპარაკება პრეზიდენტ ალიევის წარმომადგენელ ხალაფოვის მოსკოვში ვიზიტისას შედგა, საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც თავად კისელიოვიც ესწრებოდა, და რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ „Sputnik აზერბაიჯანი“ ბაქოში მუშაობას ბაქოსავე მიერ შეთავაზებული დროებითი იურიდიული სქემით განაგრძობდა.
თუმცა, როგორც კისელიოვი ამბობს, ყველაფერი იმით გაგრძელდა, რომ აზერბაიჯანელი ძალოვნები მოულოდნელად შევიდნენ სააგენტოში და მისი თანამშრომლები ისე დააკავეს, თითქოს ტერორისტები ყოფილიყვნენ. ამასთან განაცხადეს, რომ ისინი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები იყვნენ.
მედიაჯგუფის გენდირექტორის აზრით, შექმნილი ვითარება წინასწარ განზრახულ ქმედებას ჰგავს, რომლის მიზანიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭებაა.