https://sputnik-georgia.com/20250701/gvaramias-8-tvit-patimroba-sheeparda-293993725.html
ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა შეეფარდა
ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება 01.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-01T12:00+0400
2025-07-01T12:00+0400
2025-07-01T12:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252284917_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_9ffd5ab6878d13336785714c388cc674.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო.გვარამიას სასჯელის სახით 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება - სასამართლო პროცესს გვარამია არ დასწრებია.ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათას ლარიანი გირაო გქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა - აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოიწურა. პოლიტიკოსმა გირაო არ გადაიხადა, რის გამოც 13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.გვარამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ნიკა გვარამია ჯერ საქართველოს გენპროკურორის მოადგილის, შემდეგ კი იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2008 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის დეკემბრამდე გვარამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო.საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო განაჩენი უკვე გამოტანილია 7 ოპოზიციონერის - გივი თარგამაძის, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას - საქმეზე. თითოეული გისოსებს მიღმა 7-8 თვეს გაატარებს. ირაკლი ოქრუაშვილი კი განაჩენს ელოდება.ყველა მათგანს, რომელსაც პატიმრობა აქვს მისჯილი, ორი წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ნიშნავს, რომ მათ არ შეეძლებათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის ან დეპუტატობის კანდიდატად მონაწილეობა.საქართველოში საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს მუხლი კანონმდებლობაში 1999 წლიდან არსებობს და არასდროს შეცვლილა.დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. მოქმედი კანონმდებლობით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252284917_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_2538c9b242f75153eddff715c42cf500.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები
ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა შეეფარდა
პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო.
გვარამიას სასჯელის სახით 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება - სასამართლო პროცესს გვარამია არ დასწრებია.
ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათას ლარიანი გირაო გქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა - აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოიწურა. პოლიტიკოსმა გირაო არ გადაიხადა, რის გამოც 13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.
გვარამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ნიკა გვარამია ჯერ საქართველოს გენპროკურორის მოადგილის, შემდეგ კი იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2008 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის დეკემბრამდე გვარამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო განაჩენი უკვე გამოტანილია 7 ოპოზიციონერის - გივი თარგამაძის, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას - საქმეზე. თითოეული გისოსებს მიღმა 7-8 თვეს გაატარებს. ირაკლი ოქრუაშვილი კი განაჩენს ელოდება.
ყველა მათგანს, რომელსაც პატიმრობა აქვს მისჯილი, ორი წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ნიშნავს, რომ მათ არ შეეძლებათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის ან დეპუტატობის კანდიდატად მონაწილეობა.
საქართველოში საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს მუხლი კანონმდებლობაში 1999 წლიდან არსებობს და არასდროს შეცვლილა.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. მოქმედი კანონმდებლობით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.