https://sputnik-georgia.com/20250701/basilashvilma-lorenco-muzeti-daamarcxa-294006775.html
ბასილაშვილმა უიმბლდონის პირველ წრეში ლორენცო მუზეტი დაამარცხა
ბასილაშვილმა უიმბლდონის პირველ წრეში ლორენცო მუზეტი დაამარცხა
Sputnik საქართველო
2025 წლის უიმბლდონის ძირითადი ეტაპზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპზე გამომსვლელმა ჩოგბურთელმა სამი წრე უნდა გაიაროს. 01.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-01T21:38+0400
2025-07-01T21:38+0400
2025-07-01T22:06+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252588379_0:0:2043:1150_1920x0_80_0_0_b4a1dbbe5e20cd1d6ee373785c083c95.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლის მესამე „დიდი სლემის" ტურნირის, უიმბლდონის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერი, იტალიელი ლორენცო მუზეტი ოთხ სეტში ანგარიშით 6:2, 4:6, 7:5, 6:1 დაამარცხა.მეორე ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე ასევე იტალიელი ლორენცო სონეგო იქნება, რომელმაც პირველ წრეში პორტუგალიელ ხაიმე ფარიას სამ სეტში ანგარიშით 6:3, 6:4, 6:2 სძლია. სონეგო ამ მომენტისთვის რეიტინგში 47-ე ადგილზეა. მატჩი 3 ივლისსაა დაგეგმილი.ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 126-ე პოზიციას იკავებს. მისი საუკეთესო შედეგი კლასიფიკაციაში მე-16 ადგილი იყო. უიმბლდონის მიმდინარე ტურნირის ძირითად ბადეში გასასვლელად ქართველმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამი შეხვედრა მოიგო.უიმბლდონის ძირითადი ბადის შეხვედრები 30 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ეს არის „დიდი სლემის“ ერთადერთი ტურნირი, რომელიც ბალახის საფარზე იმართება. საკვალიფიკაციო ეტაპი 23 ივნისს დაიწყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252588379_149:0:1892:1307_1920x0_80_0_0_753b8ce2b39da7c7a8adcfd309ee6171.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება
საქართველო, სპორტი, საზოგადოება
ბასილაშვილმა უიმბლდონის პირველ წრეში ლორენცო მუზეტი დაამარცხა
21:38 01.07.2025 (განახლებულია: 22:06 01.07.2025) 2025 წლის უიმბლდონის ძირითადი ეტაპზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპზე გამომსვლელმა ჩოგბურთელმა სამი წრე უნდა გაიაროს.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლის მესამე „დიდი სლემის" ტურნირის, უიმბლდონის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერი, იტალიელი ლორენცო მუზეტი ოთხ სეტში ანგარიშით 6:2, 4:6, 7:5, 6:1 დაამარცხა.
მეორე ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე ასევე იტალიელი ლორენცო სონეგო იქნება, რომელმაც პირველ წრეში პორტუგალიელ ხაიმე ფარიას სამ სეტში ანგარიშით 6:3, 6:4, 6:2 სძლია. სონეგო ამ მომენტისთვის რეიტინგში 47-ე ადგილზეა. მატჩი 3 ივლისსაა დაგეგმილი.
ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 126-ე პოზიციას იკავებს. მისი საუკეთესო შედეგი კლასიფიკაციაში მე-16 ადგილი იყო. უიმბლდონის მიმდინარე ტურნირის ძირითად ბადეში გასასვლელად ქართველმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამი შეხვედრა მოიგო.
უიმბლდონის ძირითადი ბადის შეხვედრები 30 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ეს არის „დიდი სლემის“ ერთადერთი ტურნირი, რომელიც ბალახის საფარზე იმართება. საკვალიფიკაციო ეტაპი 23 ივნისს დაიწყო.