https://sputnik-georgia.com/20250701/bankebshi-depozitis-moculoba-gaizarda-293994886.html
ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონე მიმდინარე წლის 1 ივნისის მდგომარეობით 49.24%-ს შეადგენდა. 01.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-01T14:37+0400
2025-07-01T14:37+0400
2025-07-01T14:37+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23869/38/238693861_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_5d9903371ad999ef5eb64c05580ec815.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით 58,92 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 140,41 მლნ ლარით ანუ 0,24%-ით მეტია 1-ელი მაისისთვის არსებულ მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ მასალებში. ანგარიშის თანახმად, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 811,40 მლნ ლარით, ანუ 2,94%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 670,99 მლნ ლარით, ანუ 2,15%-ით. სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის 1 ივნისის მდგომარეობით 49,24% შეადგინა, რაც 1,40 პროცენტული პუნქტით მეტია 1 მაისისთვის დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით. მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6,90% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9,41% , ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე 2,74%. მაისის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი მოქმედებდა, მათგან 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილოებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23869/38/238693861_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_681a82f7963ab4198627410aa5bc07fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონე მიმდინარე წლის 1 ივნისის მდგომარეობით 49.24%-ს შეადგენდა.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით 58,92 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 140,41 მლნ ლარით ანუ 0,24%-ით მეტია 1-ელი მაისისთვის არსებულ მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ მასალებში.
ანგარიშის თანახმად, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 811,40 მლნ ლარით, ანუ 2,94%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 670,99 მლნ ლარით, ანუ 2,15%-ით.
სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის 1 ივნისის მდგომარეობით 49,24% შეადგინა, რაც 1,40 პროცენტული პუნქტით მეტია 1 მაისისთვის დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.
მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6,90% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9,41% , ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე 2,74%.
მაისის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი მოქმედებდა, მათგან 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილოებით.