პარლამენტარიზმის განვითარება საქართველოში: ვინ არის ახლა ქვეყანაში მთავარი? - ვიდეო

გამოწერა
საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადავიდა საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, რომელიც გაგრძელდა 2010 წლიდან 2018 წლამდე - ძალაუფლება გადანაწილდა ხელისუფლების შტოებს შორის, შეიცვალა პრეზიდენტო არჩევნების სისტემა
რეფორმის მხარდამჭერთა აზრით, საპარლამენტო მოდელი უფრო დემოკრატიულია და ეფექტურად უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებას.
გაფართოებული უფლებამოსილების პირობებში პრემიერ-მინისტრმა უფრო მნიშვნელოვანი როლი იკისრა ქვეყნის მართვასა და მთავრობის ფორმირებაში. პარლამენტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ დარჩა, რომლის არჩევაც საყოველთაო საარჩევნო უფლების საფუძველზე ხდება. ხელისუფლება კონცენტრირებული იქნა პრემიერისა და მთავრობის ხელში, პრეზიდენტმა კი, ძირითადად, წარმომადგენლობითი ფუნქციების შესრულება დაიწყო.
საკონსტიტუციო კომისიამ სახელმწიფო მოწყობის შეცვლაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო. კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც საპარლამენტო მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს, ძალაში 2013 წელს - საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევიდა. ცვლილებების შესაბამისად, პრეზიდენტის უფლებამოსილებების დიდი ნაწილი გადაეცა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქვეყნის მთავრობას.
2018 წელს საქართველოში პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები გაუქმდა - სალომე ზურაბიშვილი გახდა სახელმწიფოს ბოლო მეთაური, რომელიც აირჩიეს პირდაპირი კენჭისყრით და ექვსი წლის ვადით, რადგანაც იმავე წელს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ექვსიდან ხუთ წლამდე შემცირდა.ეს ცვლილებები ძალაში 2024 წელს შევიდა, მიხეილ ყაველაშვილი გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელიც პარლამენტის საარჩევნო კოლეგიამ 5 წლის ვადით აირჩია.
ყველა ახალი ამბავი
0