https://sputnik-georgia.com/20250630/saqartvelos-ragbis-nakrebi-irlandiastan-damarcxda-293974633.html
რაგბი: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
რაგბი: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 4 ივლისს ახალი ზელანდიის ნაკრებთან გამართავს 30.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-30T09:31+0400
2025-06-30T09:31+0400
2025-06-30T10:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24161/15/241611590_0:168:3047:1881_1920x0_80_0_0_2953aba7a22cacfb85727a952de97497.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. იტალიაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ირლანდიასთან გამართა და ანგარიშით 28:35 დამარცხდა.ირლანდიელებმა პირველივე შეტევა ლელოთი დაასრულეს, რასაც ზუსტი საჯარიმოც მიამატეს და 8:0 დაწინაურდნენ.საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა თამაში გამოასწორეს და რამდენიმე შეტევაც განახორციელეს, რომელთაგან ერთ-ერთი გაგი მარგველაშვილმა ლელოთი დაასრულა, თაყაიშვილმა კი ზუსტად გარდასახა და სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა.ტაიმის ბოლომდე გუნდებმა თითო ლელოც მიითვალეს, ირლანდიელებმა ორი ჯარიმაც გაიტანეს და ტაიმი 18:14 მოიგეს.შეხვედრის მეორე ნახევარი ირლანდიელთა უპირატესობით წარიმართა, მეტოქემ სამი ლელოს დადება მოახერხა და ბონუსქულა მოიპოვა, უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ კი მეორე ტაიმში ორი ლელო დადეს, საბოლოოდ 28:35 დამარცხდნენ და ბონუსქულასთან ერთად (ოთხი ლელოს დადებისთვის), ე.წ. „ნუგეშის ქულაც“ (შვიდი და ნაკლები ქულით წაგებისთვის) მიითვალეს.საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 4 ივლისს ახალი ზელანდიის ნაკრებთან გამართავს – მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.იტალია მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს 29 ივნისი-19 ივლისის პერიოდში უმასპინძლებს. 20-წლამდელთა ჩემპიონატს იტალია წელს მესამედ მასპინძლობს. თამაშები ოთხ ქალაქში (კალვიზანო, როვიგო, ვერონა და ვიადანა) იმართება. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ახალი ზელანდიის, ირლანდიისა და მასპინძელი იტალიის ნაკრებები ითამაშებენ.თამაშების განრიგი:ნახევარფინალები 14 ივლისს, ხოლო ფინალური თამაშები – 19 ივლისს გაიმართება.20-წლამდელთა ჩემპიონატის A – ჯგუფში ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია, ხოლო B ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი მოხვდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24161/15/241611590_158:0:2887:2047_1920x0_80_0_0_1520de2c13d9aaef230ed15dd1048d2f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
რაგბი: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
09:31 30.06.2025 (განახლებულია: 10:00 30.06.2025) საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 4 ივლისს ახალი ზელანდიის ნაკრებთან გამართავს
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. იტალიაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ირლანდიასთან გამართა და ანგარიშით 28:35 დამარცხდა.
ირლანდიელებმა პირველივე შეტევა ლელოთი დაასრულეს, რასაც ზუსტი საჯარიმოც მიამატეს და 8:0 დაწინაურდნენ.
საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა თამაში გამოასწორეს და რამდენიმე შეტევაც განახორციელეს, რომელთაგან ერთ-ერთი გაგი მარგველაშვილმა ლელოთი დაასრულა, თაყაიშვილმა კი ზუსტად გარდასახა და სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა.
ტაიმის ბოლომდე გუნდებმა თითო ლელოც მიითვალეს, ირლანდიელებმა ორი ჯარიმაც გაიტანეს და ტაიმი 18:14 მოიგეს.
შეხვედრის მეორე ნახევარი ირლანდიელთა უპირატესობით წარიმართა, მეტოქემ სამი ლელოს დადება მოახერხა და ბონუსქულა მოიპოვა, უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ კი მეორე ტაიმში ორი ლელო დადეს, საბოლოოდ 28:35 დამარცხდნენ და ბონუსქულასთან ერთად (ოთხი ლელოს დადებისთვის), ე.წ. „ნუგეშის ქულაც“ (შვიდი და ნაკლები ქულით წაგებისთვის) მიითვალეს.
საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 4 ივლისს ახალი ზელანდიის ნაკრებთან გამართავს – მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
იტალია მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს 29 ივნისი-19 ივლისის პერიოდში უმასპინძლებს. 20-წლამდელთა ჩემპიონატს იტალია წელს მესამედ მასპინძლობს. თამაშები ოთხ ქალაქში (კალვიზანო, როვიგო, ვერონა და ვიადანა) იმართება. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ახალი ზელანდიის, ირლანდიისა და მასპინძელი იტალიის ნაკრებები ითამაშებენ.
საქართველო – ახალი ზელანდია
(ვიადანა)
იტალია – საქართველო (კალვიზანო).
ნახევარფინალები 14 ივლისს, ხოლო ფინალური თამაშები – 19 ივლისს გაიმართება.
20-წლამდელთა ჩემპიონატის A – ჯგუფში ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია, ხოლო B ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი მოხვდნენ.