საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

© photo: Sputnikპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2025
გამოწერა
პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია, ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტს 1-ელ და 2 ივლისს რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ თხოვნით წერილობით მიმართა.
„საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, პარლამენტის რიგგარეშე სესია პირველი ივლისიდან მოიწვია", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია 27 ივნისს დაიხურა. რეგლამენტის თანახმად, სესიის დახურვის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სესიის მოწვევის გარეშე პლენარული სხდომების გამართვა არ შეუძლია.
როგორც გასულ კვირას, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დახურვისას შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რიგგარეშე სხდომაზე ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ ინიციატივებს. განიხილავენ.
მთავრობის ახალი ინიციატივების გარდა, სესიაზე ასევე განიხილება სხდომების გაცდენის გამო პარტია „საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხი.
ყველა ახალი ამბავი
0