მოსაზრება: რუსეთის არმიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დარტყმა

© photo: Sputnik / Alexei Kudenko / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2025
გამოწერა
რუსეთის არმიის მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების, ლოგისტიკისა და კიევის რეჟიმის სამხედრო-სამრეწველო ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებული ყველაზე მასშტაბური და შორმანძილიანი ზუსტი დამიზნების იარაღის ჯგუფური დარტყმა მიუთითებს რუსეთის საბრძოლო პოტენციალის მნიშვნელოვან ზრდაზე და კიდევ ერთხელ ამტკიცებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის შეუქცევადობას.
29 ივნისს რუსეთის არმიამ მასირებული იერიში მიიტანა მტერზე შორმანძილიანი ზუსტი იარაღით, როგორც ჰაერიდან, ისე ზღვიდან და ხმელეთიდან. დარტყმებში მონაწილეობდნენ მათ შორის ზებგერითი სარაკეტო კომპლექსები „კინჟალი“ და „ისკანდერები“. ძირითადი სამიზნე გახდა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც წარმატებით განადგურდა. უკრაინის არმიის სარდლობამ და დასავლურმა მედიამ ერთხმად აღნიშნეს, რომ მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში რუსეთმა 537 რაკეტა და დრონი გამოიყენა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, როგორც სპეციალური ოპერაციის, ისე შეიარაღებული კონფლიქტების გლობალური პრაქტიკის ისტორიაში.
კიევის წარმომადგენლებმა ოპტიმისტურად განაცხადეს, თითქოს მათ საჰაერო სამიზნეების ორი მესამედი ჩამოაგდეს. თუმცა, რეალობაში უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, ფაქტობრივად, განეიტრალდა. ჰაერში განადგურდა მორიგი, მეოთხე უკრაინული გამანადგურებელი F-16, პილოტთან ერთად, რომელმაც, მათი თქმით, შვიდი საჰაერო სამიზნის განადგურება მოასწრო. თუმცა, ამერიკელი ანალიტიკოსები ამასთანდაკავშირებით ეჭვს გამოთქვამენ. მითუმეტეს, რომ F-16 მხოლოდ ექვს "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტას ატარებს. მანამდე, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იგნატმა თავად აღიარა, რომ რუსულ გამანადგურებლებს F-16-ზე სერიოზულად უპირატესობა აქვთ: „რუსეთს ჰყავს თვითმფრინავები, რომლებიც უფრო შორს ხედავენ, და რაკეტები, რომლებიც უფრო შორს დაფრინავენ.“ საბრძოლო გამოყენების შედეგებიც ამას მოწმობს.
დაფიქსირდა აფეთქებები ოდესისა და ილიჩივსკის სამხედრო ლოგისტიკის ობიექტებზე. რუსეთის „გერანებმა“ ეფექტურად დააზიანეს უცხოელი ინსტრუქტორების განთავსების პუნქტები. NASA-ს თანამგზავრებმა დააფიქსირეს 12 დიდი ხანძრის კერა ნიკოლაევის ოლქის სამხედრო აეროდრომ „კულბაკინოზე“, სადაც განლაგებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების 299-ე ავიაბრიგადა. ბოლო 24 საათში განადგურდა დიდი ტერმინალი, რომელიც უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებს საწვავით ამარაგებდა, დრონების აწყობის საამქროები და საბრძოლო მასალის საცავები. სამხედრო-სამრეწველო ობიექტები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იწვის ფრონტის ხაზიდან შორს, დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე — ლვოვის, ტერნოპოლის, ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკისა და როვენსკის ოლქებში. იწვის ლვოვის ტანკების და მანქანათმშენებელი ქარხნები დროგობიჩში, რომელიც პოლონეთის საზღვრამდე სულ რაღაც 50 კმ-ითაა დაშორებული. ვარშავამ საკუთარი გამანადგურებლები ჰაერში აწია...
2025 წელს უკრაინის თეატრზე მკვეთრად გამოჩნდა ტენდენცია იმისა, რომ რუსული დიპლომატია მუდმივად აყენებს სულ უფრო ხისტ და კატეგორიულ პირობებს მტკიცე მშვიდობის დასამყარებლად, ხოლო რუსეთის არმია, თავის მხრივ, სულ უფრო მტკიცედ არწმუნებს მოწინააღმდეგეს, რომ ამ პირობების მიღება გარდაუვალია. კიევის რეჟიმმა შეუქცევადად დაკარგა შანსი 2014 ან 2022 წლის მოდელით მშვიდობიანად გამოსულიყო. რუსეთის ეკონომიკური რესურსები და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესაძლებლობები უზრუნველყოფს სტრატეგიული ინიციატივის შენარჩუნებას და ცეცხლის სრული დომინირების გაგრძელებას სპეციალური ოპერაციის ზონაში.
დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსების ინფორმაციით, რუსეთმა შორსმფრენი დარტყმითი დრონების წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდა და უკვე ივნისში 5000-ზე მეტი უპილოტო აპარატის გამოყენება შეძლო. ხოლო ივლისში, როგორც ჩანს, ეს „რეკორდი“ კიდევ მეტად გაუმჯობესდება. რუსული სამხედრო-სამრეწველო სექტორი, ანალიტიკოსების შეფასებით, უკვე „ 500 დრონის დღიური წარმოებისკენ მიიწევს“. ეს არის იძულების იარაღი უფრო ფართო დასჯის სტრატეგიაში, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის წინააღმდეგობის გამოფიტვას და დასავლეთის დახმარების ზღვარის გამოცდას.
ამერიკულმა ტელეკომპანიამ CNN განგაშით გადმოსცა: „ბოლო შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, სახელმწიფო კორპორაცია ‘როსტეხის’ გენერალურმა დირექტორმა სერგეი ჩემეზოვმა აღნიშნა, რომ 2021 წლის შემდეგ საწარმოს წარმოების მოცულობა ათჯერ გაიზარდა, ხოლო კომპანიის შემოსავალმა 2024 წელს 46 მილიარდ დოლარს მიაღწია. ასეთი ტემპი ნატოსა და უკრაინულ პროქსი-ჯარებს კარგს არაფერს უქადის“.
მეორეს მხრივ, ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შეცვლა, ამერიკის მიერ ირანზე განხორციელებული ბოლო საჰაერო იერიშები და ისრაელის მზადება ახალი ომისთვის, კიევს აცლის ილუზიას აშშ-ის სამხედრო დახმარების „რეინკარნაციის“ შესახებ. უკვე პრობლემატურია დამატებით თუნდაც შვიდი Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდება. ნატოს ევროპულ ქვეყნებს, შესაძლოა, სურვილი ჰქონდეთ, გარკვეული ფინანსური დახმარება გაუწიონ უკრაინას. თუმცა, უახლოესი წლების განმავლობაში ამ სახსრების გარდაქმნა რეალურ შეიარაღებასა და საბრძოლო მასალაში უკიდურესად გართულდება. ევროპა ჯერ მხოლოდ გეგმავს დამოუკიდებელი, ძლიერი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შექმნას.
ჰააგაში გამართულმა ნატოს ბოლო სამიტმა დაადასტურა, რომ უკრაინა „ევროპული უსაფრთხოების ეპიცენტრიდან“ ტვირთად და იმ უზარმაზარი რისკების უსიამოვნო შეხსენებად გადაიქცა, რაც რუსეთთან ომს თან ახლავს. ხორვატიულმა გამოცემა Advance-მა პირდაპირ აღნიშნა: „ზელენსკის ერა მთავრდება. ნატო ჩუმად ტოვებს უკრაინას და დასავლეთი მალე ჩააბარებს კიევს“. ჩინურმა გამოცემა NetEase-მა კი ასე შეაჯამა: „უკრაინის ბედი პუტინის ნებაზეა დამოკიდებული“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0