პესკოვი: კიევმა იცის, რაც უნდა გააკეთოს ბრძოლების შესაწყვეტად

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2025
გამოწერა
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. კიევში შესანიშნავად იციან, რა უნდა გააკეთონ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში მიმდინარე ბრძოლების შესაწყვეტად, უთხრა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, საამისო პირობები რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჯერ კიდევ შარშან გაახმოვანა.
„სპეცოპერაცია გრძელდება. კიევში შესანიშნავად იციან, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში მიმდინარე საომარი მოქმედებები შეწყდეს. ყველა ეს პირობა პრეზიდენტმა ერთი წლის წინ გაახმოვანა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი შემადგენლობის წინაშე გამოსვლისას. კიევში კარგად იციან და ახსოვთ პრეზიდენტ პუტინის ეს განცხადება“, — აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი დაუყოვნებლივ შეწყვეტს ცეცხლს, როგორც კი უკრაინული ჯარები „რუსეთის ახალი რეგიონებიდან გავლენ“. გარდა ამისა, რუსეთის ლიდერმა კიევისგან ასევე მოითხოვა უბლოკო სტატუსის დადასტურება, ანუ უარის თქმა ნატო-ში გაწევრიანებაზე, დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ჩატარება და ნეიტრალური, არაბირთვული სტატუსის ცნობა.
ყველა ახალი ამბავი
0