https://sputnik-georgia.com/20250630/rogor-sheicvala-pasebi-samrewvelo-produqciaze-293974089.html
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2025 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,5%-ით შემცირდა. 30.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-30T11:00+0400
2025-06-30T11:00+0400
2025-06-30T11:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/02/290167914_0:133:2048:1285_1920x0_80_0_0_d6a92d9b4e64b36a4d5dd4beede241e5.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2025 წლის მაისში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,9%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 3,2%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 4,9%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 13,3%-ით.2025 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,5%-ით შემცირდა.ადგილობრივი წარმოება შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ფასები მაისში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,3%-ით გაიზარდა.ყველაზე მეტად ფასები შემცირდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 3,9%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში - 3,8%-ით.ექსპორტი და იმპორტიექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი მაისში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,9%-ით გაიზარდა.სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 18,8%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 2%-ით, მათ შორის სასმელებზე - 6,1%-ით.საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 0,1%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 1%-ით გაძვირდა.სამომხმარებლო ფასებიწლიური ინფლაციის დონემ 2025 წლის მაისში 3,5% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). მიმდინარე წლის მაისში, აპრილთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,4% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/02/290167914_227:0:2048:1366_1920x0_80_0_0_c23c730ec38539437e08b360ca057d0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
2025 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,5%-ით შემცირდა.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2025 წლის მაისში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,9%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 3,2%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 4,9%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 13,3%-ით.
2025 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,5%-ით შემცირდა.
შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ფასები მაისში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,3%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები შემცირდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 3,9%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში - 3,8%-ით.
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი მაისში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,9%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 18,8%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 2%-ით, მათ შორის სასმელებზე - 6,1%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 0,1%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 1%-ით გაძვირდა.
წლიური ინფლაციის დონემ 2025 წლის მაისში 3,5% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). მიმდინარე წლის მაისში, აპრილთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,4% შეადგინა.