https://sputnik-georgia.com/20250630/papuashvili-kaia-kalasis-vizits-exmaureba-293979718.html
პაპუაშვილი: საქართველოს გვერდის ავლით ევროპის გეოგრაფიის წარმოდგენა შეუძლებელია
პაპუაშვილი: საქართველოს გვერდის ავლით ევროპის გეოგრაფიის წარმოდგენა შეუძლებელია
Sputnik საქართველო
როგორც სპიკერმა აღნიშნა, ევროკომისრის ერევანში ვიზიტი და თბილისის იგნორირება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. 30.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-30T19:13+0400
2025-06-30T19:13+0400
2025-06-30T19:13+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ევროკომისია
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713828_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_c8b56d05ad58fcc49cfec75b5c33152b.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა გადაწყვიტა, რომ გადახედოს ევროპის გეოგრაფიას და საქართველოს გვერდის ავლით იმოქმედოს, რაც მათი პრობლემაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. მისი თქმით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ბაქოსა და ერევანს შორის დაახლოება რეგიონში მდგრად მშვიდობას მოიტანს. ამასთან, რეგიონში მშვიდობაზე საუბრისას, ის თბილისს არ ესტუმრა. როგორც სპიკერმა აღნიშნა, ევროკომისრის ერევანში ვიზიტი და თბილისის იგნორირება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მანამდე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე კალასმა პირადად წამოჭრა იმ ქართველი პოლიტიკოსების მიმართ სანქციების დაწესების საკითხი, რომლებიც საქართველოში ადამინის უფლებებს არღვევენ. ის ასევე ცნობილია თბილისელში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების მხარდამჭერი განცხადებებით. კალასის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. მან მიმდინარე წლის თებერვალში თბილისში ანტისამთავრობო აქციების დარბევას მიუღებელი და სასტიკი უწოდა, ხოლო მომიტინგეებს - „მშვიდობიანი დემონსტრანტები“. საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოიღო. აქციის მონაწილეებმა მთავრობა ევროინტეგრაციაზე უარის თქმაში დაადანაშაულეს და ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა.საქართველო და დასავლეთი საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს. დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. ხელისუფლება დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი. ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა. აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713828_166:0:2834:2001_1920x0_80_0_0_1f0f2f2aaf4dbb3390c796fdf57d8f54.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ევროკომისია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ევროკომისია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
პაპუაშვილი: საქართველოს გვერდის ავლით ევროპის გეოგრაფიის წარმოდგენა შეუძლებელია
როგორც სპიკერმა აღნიშნა, ევროკომისრის ერევანში ვიზიტი და თბილისის იგნორირება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა გადაწყვიტა, რომ გადახედოს ევროპის გეოგრაფიას და საქართველოს გვერდის ავლით იმოქმედოს, რაც მათი პრობლემაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. მისი თქმით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ბაქოსა და ერევანს შორის დაახლოება რეგიონში მდგრად მშვიდობას მოიტანს. ამასთან, რეგიონში მშვიდობაზე საუბრისას, ის თბილისს არ ესტუმრა.
„თუკი ევროკავშირის ზოგიერთი ბიუროკრატი ცდილობს გადაახტეს საქართველოს და სხვანაირად ხედავს ევროპის გეოგრაფიას, ეს მათი პრობლემაა საერთო ჯამში, რადგან ვერავინ გაექცევა იმ ფაქტს, რომ საქართველო არის არა მხოლოდ ნაწილი ევროპისა, არამედ არის თანაშემოქმედი ევროპის თანამედროვე გაგების, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც სპიკერმა აღნიშნა, ევროკომისრის ერევანში ვიზიტი და თბილისის იგნორირება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
მანამდე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე კალასმა პირადად წამოჭრა იმ ქართველი პოლიტიკოსების მიმართ სანქციების დაწესების საკითხი, რომლებიც საქართველოში ადამინის უფლებებს არღვევენ.
ის ასევე ცნობილია თბილისელში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების მხარდამჭერი განცხადებებით. კალასის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. მან მიმდინარე წლის თებერვალში თბილისში ანტისამთავრობო აქციების დარბევას მიუღებელი და სასტიკი უწოდა, ხოლო მომიტინგეებს - „მშვიდობიანი დემონსტრანტები“.
საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოიღო. აქციის მონაწილეებმა მთავრობა ევროინტეგრაციაზე უარის თქმაში დაადანაშაულეს და ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა.
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.
ხელისუფლება დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.