https://sputnik-georgia.com/20250630/imo-genmdivans-kavelashvilma-umaspinzla-293977634.html
IMO-ს გენმდივანი პრეზიდენტმა მიიღო: რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე
IMO-ს გენმდივანი პრეზიდენტმა მიიღო: რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე
Sputnik საქართველო
საქართველო 1993 წლიდან მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოა. 30.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-30T15:37+0400
2025-06-30T15:37+0400
2025-06-30T15:37+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0e/291412733_0:30:858:513_1920x0_80_0_0_1239a8e1fa41ee362c09959ee62c4c13.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოში საზღვაო პროფესიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და ამჟამად ქვეყანაში 19 ათასზე მეტი მოქმედი მეზღვაურია, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივან არსენიო დომინგესთან გამართულ შეხვედრაზე, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ყაველაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანასა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, საქართველოს სანაოსნო პოტენციალსა და ქართველ მეზღვაურთა შრომით პირობებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და IMO-ს საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტისა (WMU) და საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტის (IMLI) ქართველი კურსდამთავრებულები ამჟამად ქვეყნის საჯარო სექტორში არიან დასაქმებული და საზღვაო სფეროს განვითარებას უწყობენ ხელს.პრეზიდენტთან შეხვედრამდე არსენიო დომინგემა შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ორგანიზაციის ურთიერთობათა საკითხების ვრცელი სპექტრი განიხილეს, მათ შორის – ელექტრონული სერვისების საქართველოს პორტებში დანერგვა, პარტნიორობა სხვადასხვა პროექტებში, თანამშრომლობა საზღვაო განათლების სფეროში და მეზღვაურთა დასაქმების საკითხები და ა.შ.მინისტრის თქმით, საზღვაო სექტორი მთლიანად საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, მისი განვითარება კი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი თბილისში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მოიწვია, რომელიც 22-23 ოქტომბერს გაიმართება. საქართველო 1993 წლიდან მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ წარმატებით დაასრულა IMO-ს მიერ ჩატარებული ორი აუდიტი: 2015 წელს ნებაყოფლობით გაიარა IMO-ს IMSAS-ის აუდიტი, ხოლო 2025 წელს – სავალდებულო აუდიტი.საქართველოს საზღვაო სექტორში სისტემური რეფორმები 2012 წლიდან დაიწყო. მათ შორის, დაინერგა ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემა, რის გამოც დღეს საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ე.წ. თეთრ სიაში ირიცხება და საქართველოს მიერ გაცემული სერტიფიკატებით მსოფლიოს 74 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტში შეიძლება დასაქმება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0e/291412733_0:0:858:645_1920x0_80_0_0_19602b9712ddb6aec69ab817370f742f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
IMO-ს გენმდივანი პრეზიდენტმა მიიღო: რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე
საქართველო 1993 წლიდან მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოა.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოში საზღვაო პროფესიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და ამჟამად ქვეყანაში 19 ათასზე მეტი მოქმედი მეზღვაურია, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივან არსენიო დომინგესთან გამართულ შეხვედრაზე, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ყაველაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანასა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, საქართველოს სანაოსნო პოტენციალსა და ქართველ მეზღვაურთა შრომით პირობებზე.
„საქართველო იცავს და ინარჩუნებს უმაღლეს სტანდარტებს საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში, მეზღვაურთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, მათ მომზადებასა და სერტიფიცირებაში, ასევე საზღვაო გარემოს დაცვაში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და IMO-ს საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტისა (WMU) და საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტის (IMLI) ქართველი კურსდამთავრებულები ამჟამად ქვეყნის საჯარო სექტორში არიან დასაქმებული და საზღვაო სფეროს განვითარებას უწყობენ ხელს.
პრეზიდენტთან შეხვედრამდე არსენიო დომინგემა შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ორგანიზაციის ურთიერთობათა საკითხების ვრცელი სპექტრი განიხილეს, მათ შორის – ელექტრონული სერვისების საქართველოს პორტებში დანერგვა, პარტნიორობა სხვადასხვა პროექტებში, თანამშრომლობა საზღვაო განათლების სფეროში და მეზღვაურთა დასაქმების საკითხები და ა.შ.
მინისტრის თქმით, საზღვაო სექტორი მთლიანად საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, მისი განვითარება კი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.
„საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია შავ ზღვაზე სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებით. შესაბამისად, ჩვენი საპორტო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერება უმნიშვნელოვანესია საქართველოს, როგორც სტაბილური და საიმედო სახელმწიფოს პოზიციონირებისთვის. ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, რაც ხელსაყრელ პირობებს შექმნის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოგისტიკური სერვისების და ინდუსტრიული ზონის განვითარებისთვის“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი თბილისში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მოიწვია, რომელიც 22-23 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველო 1993 წლიდან მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ წარმატებით დაასრულა IMO-ს მიერ ჩატარებული ორი აუდიტი: 2015 წელს ნებაყოფლობით გაიარა IMO-ს IMSAS-ის აუდიტი, ხოლო 2025 წელს – სავალდებულო აუდიტი.
საქართველოს საზღვაო სექტორში სისტემური რეფორმები 2012 წლიდან დაიწყო. მათ შორის, დაინერგა ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემა, რის გამოც დღეს საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ე.წ. თეთრ სიაში ირიცხება და საქართველოს მიერ გაცემული სერტიფიკატებით მსოფლიოს 74 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტში შეიძლება დასაქმება.