ჭაბუკთა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი: საქართველომ 7 მედალი მოიპოვა

© photo: Sputnikძიუდო
ძიუდო - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2025
გამოწერა
ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველომ ჭაბუკთა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი შვიდი ინდივიდუალური მედლითა და გუნდურ ასპარეზობაში მესამე ადგილით დაასრულა.
ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გაიმართა.
საქართველომ შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ქართველებმა ძიუდოისტებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი პოლონეთის ნაკრები ანგარიშით 4:0 დაამარცხეს.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონობა ქეთი რობაქიძემ (-70) და გიორგი მუმლაძემ (-81) იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონი ცოტნე იჩქიტიძე (-60) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ნანა გულბიანმა (-63), ვასილ გამეზარდაშვილმა (-73), გიორგი ქარჩაიძემ(+90) და იოანე აბალაკმა (+90) მოიპოვეს.
ახალგაზრდა ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0