https://sputnik-georgia.com/20250630/bankebis-mier-gacemul8i-kreditebis-moculoba-maisshi-gaizarda-293974372.html
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა მაისში გაიზარდა
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა მაისში გაიზარდა
Sputnik საქართველო
მაისის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 30.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-30T11:55+0400
2025-06-30T11:55+0400
2025-06-30T11:55+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0d/250027242_0:130:3181:1919_1920x0_80_0_0_41a536e5024a31ed168cda3629145d90.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტები 2025 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, 456,9 მლნ ლარით, ანუ 0,71%-ით გაიზარდა და 1-ელი ივნისისთვის 64,67 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.აღნიშნულ პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 508,92 მილიონი ლარით, ანუ 1,4%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 52,02 მილიარდი ლარით, ანუ 0,19%-ით.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის მაისის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,62 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0,95%-ით ნაკლებია. ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 18,48 მლრდ ლარი შეადგინა, რაც აპრილის მაჩვენებელზე 0,46%-ით მეტია.2025 წლის მაისში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,25%-ით, ანუ 412,52 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით, 33,31 მლრდ ლარი შეადგინა.მიმდინარე წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 57,13% შეადგინა, რაც 0,39 პროცენტული პუნქტით მეტია 2025 წლის 1 მაისის მაჩვენებელზე.მაისის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0d/250027242_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_f8613f962d98ba1356a094c071170302.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა მაისში გაიზარდა
მაისის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტები 2025 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, 456,9 მლნ ლარით, ანუ 0,71%-ით გაიზარდა და 1-ელი ივნისისთვის 64,67 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
აღნიშნულ პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 508,92 მილიონი ლარით, ანუ 1,4%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 52,02 მილიარდი ლარით, ანუ 0,19%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის მაისის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,62 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0,95%-ით ნაკლებია. ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 18,48 მლრდ ლარი შეადგინა, რაც აპრილის მაჩვენებელზე 0,46%-ით მეტია.
2025 წლის მაისში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,25%-ით, ანუ 412,52 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით, 33,31 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 57,13% შეადგინა, რაც 0,39 პროცენტული პუნქტით მეტია 2025 წლის 1 მაისის მაჩვენებელზე.
მაისის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.