https://sputnik-georgia.com/20250630/axali-wesebi-uvizo-ucxoelebistvis-rusetsi-293981517.html
რუსეთში უცხოელთა რეგისტრაციის ახალი წესი ამოქმედდა
რუსეთში უცხოელთა რეგისტრაციის ახალი წესი ამოქმედდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე უცხოელთა რეგისტრაციის საექსპერიმენტო პროცედურის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც მომავალი წლის 30... 30.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-30T18:28+0400
2025-06-30T18:28+0400
2025-06-30T18:28+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთი
საზოგადოება
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1e/293981344_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_42bc27328b75766ebce1c72f0f9b4a37.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე უცხოელთა რეგისტრაციის საექსპერიმენტო პროცედურის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც მომავალი წლის 30 ივნისამდე გასტანს, იუწყება „რია ნოვოსტი“.ქვეყნის მთავრობის დადგენილებით, ახლა უვიზო უცხოელები ვალდებული არიან, რუსეთში დაგეგმილ მოგზაურობამდე 72 საათით ადრე შეავსონ ელექტრონული განაცხადი, რომ ქვეყანაში შესვლას აპირებენ.იმ შემთხვევაში, თუ პირს რუსეთში წასვლა დაუგეგმავად და სასწრაფოდ უწევს, მაგალითად, გადაუდებელი მკურნალობის, მძიმე ავადმყოფობის, ახლო ნათესავის სიკვდილის გამო, მაშინ მას შეუძლია ასეთი განაცხადი არაუგვიანეს 4 საათით ადრე შეავსოს.ამის გაკეთება შესაძლებელია მობილური დანართით RuID, რომელიც სახელმწიფო სერვისების პორტალის ანალოგია, მაგრამ მხოლოდ უცხოელებისთისაა განკუთვნილი. ამ აპში უცხოელებს საკუთარი ციფრული პროფილის შექმნა და მისით სარგებლობა შეუძლიათ.როგორც რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებში აცხადებენ, ეს ზომა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მიგრაციული ნაკადების კონტროლი კიდევ უფრო დაიხვეწოს.გარდა ამისა, უცხოეთის მოქალაქის ციფრული პროფილი რუსეთში ჩასვლის მსურველებს ძალიან გაუმარტივებს სახელმწიფო სერვისების მიღების პროცედურას, მათ შორის, მიგრაციის ხაზით. ამასთან, მათ ექნებათ შესაძლებლობა, წინასწარ შეიტყონ, ხომ არ ეკრძალებათ რუსეთში შესვლა ამა თუ იმ მიზეზის გამო.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1e/293981344_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_fefcf0df0a1c5a3820389ba5e2f8e6a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, საზოგადოება, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, საზოგადოება, პოლიტიკა
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე უცხოელთა რეგისტრაციის საექსპერიმენტო პროცედურის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც მომავალი წლის 30 ივნისამდე გასტანს,
იუწყება „რია ნოვოსტი“.
ქვეყნის მთავრობის დადგენილებით, ახლა უვიზო უცხოელები ვალდებული არიან, რუსეთში დაგეგმილ მოგზაურობამდე 72 საათით ადრე შეავსონ ელექტრონული განაცხადი, რომ ქვეყანაში შესვლას აპირებენ.
იმ შემთხვევაში, თუ პირს რუსეთში წასვლა დაუგეგმავად და სასწრაფოდ უწევს, მაგალითად, გადაუდებელი მკურნალობის, მძიმე ავადმყოფობის, ახლო ნათესავის სიკვდილის გამო, მაშინ მას შეუძლია ასეთი განაცხადი არაუგვიანეს 4 საათით ადრე შეავსოს.
ამის გაკეთება შესაძლებელია მობილური დანართით RuID, რომელიც სახელმწიფო სერვისების პორტალის ანალოგია, მაგრამ მხოლოდ უცხოელებისთისაა განკუთვნილი. ამ აპში უცხოელებს საკუთარი ციფრული პროფილის შექმნა და მისით სარგებლობა შეუძლიათ.
როგორც რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებში აცხადებენ, ეს ზომა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მიგრაციული ნაკადების კონტროლი კიდევ უფრო დაიხვეწოს.
გარდა ამისა, უცხოეთის მოქალაქის ციფრული პროფილი რუსეთში ჩასვლის მსურველებს ძალიან გაუმარტივებს სახელმწიფო სერვისების მიღების პროცედურას, მათ შორის, მიგრაციის ხაზით. ამასთან, მათ ექნებათ შესაძლებლობა, წინასწარ შეიტყონ, ხომ არ ეკრძალებათ რუსეთში შესვლა ამა თუ იმ მიზეზის გამო.