„გილოცავთ! ილია თოფურია UFC-ის ჩემპიონია! - ხელისუფლების პირველი პირები თოფურიას ულოცავენ

© courtesy of Ilia Topuriaილია თოფურია
ილია თოფურია - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2025
გამოწერა
UFC-ის მებრძოლმა ილია თოფურიამ მსუბუქი წონის საჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლაში ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა UFC-ის მებრძოლს ილია თოფურიას გამარჯვება მიულოცეს.
საქართველოს პრემიერ-მინისრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელებში მისალოცი ქარდები გამოაქვეყნეს.
29 ივნისს, UFC-ის მებრძოლმა ილია თოფურიამ მსუბუქი წონის საჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლაში ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.
ოლივეირასთან ბრძოლა თოფურიას დებიუტი იყო მსუბუქი წონის დივიზიონში. გასულ წელს ის ქვემსუბუქი წონის (65კგ) ჩემპიონი გახდა და ქამარიც დაიცვა, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც მხოლოდ ტიტულისთვის იბრძოლებდა. მასთან დაპირისპირებაზე უარი თქვა მოქმედმა ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა და ქვესაშუალო დივიზიონში (77კგ) გადაინაცვლა.
ილია თოფურია
ილია თოფურია ესპანეთში 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა. მან შერეულ ორთაბრძოლებში ვარჯიში ძმასთან ერთად ქალაქ ალიკანტეში დაიწყო. მისი დებიუტი 2015 წელს შედგა.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ 2024 წლის თებერვალში საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა.
თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი გასული წლის ოქტომბერში ამერიკელი მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა.
ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 17 შეხვედრის შემდეგ დაუმარცხებელია, ხოლო უშუალოდ ორგანიზაცია UFC-ში ეს მისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო, მან შვიდი შეხვედრა ვადაზე ადრე მოიგო.
შედეგად, 28 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ს ორი დივიზიონის ჩემპიონია. თოფურია ორგანიზაციის ისტორიაში მე-10 სპორტსმენია, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. აქამდე სხვადასხვა დივიზიონის ქამარი რენდი კუტურმა, ბი ჯეი პენმა, კონორ მაკგრეგორმა, ჯორჯ სენ-პიერმა, დანიელ კორმიემ, ამანდა ნუნეშმა, ჰენრი სეხუდომ , ჯონ ჯონსმა და ალექს პერეირამ მოიპოვეს.
ილია თოფურიამ მეტსახელიც შეიცვალა - ის აქამდე ბრძოლებში „მატადორის“ (El Matador) სახელით გამოდიოდა, ხოლო ამიერიდან იგი „ლეგენდის“ (La Leyenda) სახელით იასპარეზებს.
ყველა ახალი ამბავი
0