https://sputnik-georgia.com/20250629/ufc--prezidenti-topuria-srulkopili-mebrzolia-293964222.html
UFC-ს პრეზიდენტი: ილია თოფურია სრულყოფილი მებრძოლია
UFC-ს პრეზიდენტი: ილია თოფურია სრულყოფილი მებრძოლია
Sputnik საქართველო
ოლივეირასთან გამარჯვებით ილია თოფურია UFC-ის ისტორიაში მეათე სპორტსმენია, რომელმაც ორი დივიზიონის ქამარი მოიპოვა. შერეულ ორთაბრძოლებში 28 წლის ქართველს 17... 29.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-29T17:33+0400
2025-06-29T17:33+0400
2025-06-29T17:33+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273052922_0:150:1440:960_1920x0_80_0_0_b2d1a3afef13f8d1a28f059e0bf9e9f7.jpg
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ილია თოფურია სრულყოფილი მებრძოლი და ახალგაზრდა სუპერვარსკვლავია, ასე შეაფასა UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ლას-ვეგასში გამართული ილია თოფურიასა და ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირას ორთაბრძოლა.29 ივნისს თოფურიამ მსუბუქი წონის საჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლაში ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ორგანიზაციის მეორე წონის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.ოლივეირასთან გამარჯვებით ილია თოფურია UFC-ის ისტორიაში მეათე სპორტსმენია, რომელმაც ორი დივიზიონის ქამარი მოიპოვა. შერეულ ორთაბრძოლებში 28 წლის ქართველს 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული და დაუმარცხებელია.ოლივეირასთან ბრძოლა თოფურიას დებიუტი იყო მსუბუქი წონის დივიზიონში. გასულ წელს ის ქვემსუბუქი წონის (65კგ) ჩემპიონი გახდა და ქამარიც დაიცვა, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც მხოლოდ ტიტულისთვის იბრძოლებდა. მასთან დაპირისპირებაზე უარი თქვა მოქმედმა ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა და ქვესაშუალო დივიზიონში (77კგ) გადაინაცვლა.ილია თოფურიაილია თოფურია ესპანეთში 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა. მან შერეულ ორთაბრძოლებში ვარჯიში ძმასთან ერთად ქალაქ ალიკანტეში დაიწყო. მისი დებიუტი 2015 წელს შედგა.შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ 2024 წლის თებერვალში საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა.თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი გასული წლის ოქტომბერში ამერიკელი მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა.ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 17 შეხვედრის შემდეგ დაუმარცხებელია, ხოლო უშუალოდ ორგანიზაცია UFC-ში ეს მისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო, მან შვიდი შეხვედრა ვადაზე ადრე მოიგო.შედეგად, 28 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ს ორი დივიზიონის ჩემპიონია. თოფურია ორგანიზაციის ისტორიაში მეათე სპორტსმენია, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. აქამდე სხვადასხვა დივიზიონის ქამარი რენდი კუტურმა, ბი ჯეი პენმა, კონორ მაკგრეგორმა, ჯორჯ სენ-პიერმა, დანიელ კორმიემ, ამანდა ნუნეშმა, ჰენრი სეხუდომ , ჯონ ჯონსმა და ალექს პერეირამ მოიპოვეს.თოფურიამ მეტსახელიც შეიცვალა - ის აქამდე ბრძოლებში „მატადორის“ (El Matador) სახელით გამოდიოდა, ხოლო ამიერიდან იგი „ლეგენდას“ (La Leyenda) სახელით იასპარეზებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273052922_258:149:1339:960_1920x0_80_0_0_c17e9ffc9e320c48134133264348e61b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
UFC-ს პრეზიდენტი: ილია თოფურია სრულყოფილი მებრძოლია
ოლივეირასთან გამარჯვებით ილია თოფურია UFC-ის ისტორიაში მეათე სპორტსმენია, რომელმაც ორი დივიზიონის ქამარი მოიპოვა. შერეულ ორთაბრძოლებში 28 წლის ქართველს 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული და დაუმარცხებელია.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ილია თოფურია სრულყოფილი მებრძოლი და ახალგაზრდა სუპერვარსკვლავია, ასე შეაფასა UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ლას-ვეგასში გამართული ილია თოფურიასა და ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირას ორთაბრძოლა.
29 ივნისს თოფურიამ მსუბუქი წონის საჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლაში ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ორგანიზაციის მეორე წონის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
„მან ის გააკეთა, რაზეც საუბრობდა, ბრძოლა პირველივე რაუნდში მოიგო. ის სრულყოფილი მებრძოლია. კარგია როგორც მიწაზე, ასევე – გრეპლინგის დროსაც. ის ახალგაზრდა სუპერვარსკვლავია. შეხედეთ მის ბოლო სამ ბრძოლას, სამი უდავო ლეგენდა დაამარცხა. არ ვიცი, პადი პიმბლეტი ბრძოლის დასრულების შემდეგ ოქტაგონზე ვინ აუშვა, ილიასა და მის შეხვედრაზე არ ვფიქრობ“, – განაცხადა უაითმა.
ოლივეირასთან გამარჯვებით ილია თოფურია UFC-ის ისტორიაში მეათე სპორტსმენია, რომელმაც ორი დივიზიონის ქამარი მოიპოვა. შერეულ ორთაბრძოლებში 28 წლის ქართველს 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული და დაუმარცხებელია.
ოლივეირასთან ბრძოლა თოფურიას დებიუტი იყო მსუბუქი წონის დივიზიონში. გასულ წელს ის ქვემსუბუქი წონის (65კგ) ჩემპიონი გახდა და ქამარიც დაიცვა, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც მხოლოდ ტიტულისთვის იბრძოლებდა. მასთან დაპირისპირებაზე უარი თქვა მოქმედმა ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა და ქვესაშუალო დივიზიონში (77კგ) გადაინაცვლა.
ილია თოფურია ესპანეთში 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა. მან შერეულ ორთაბრძოლებში ვარჯიში ძმასთან ერთად ქალაქ ალიკანტეში დაიწყო. მისი დებიუტი 2015 წელს შედგა.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ 2024 წლის თებერვალში საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა.
თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი გასული წლის ოქტომბერში ამერიკელი მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა.
ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 17 შეხვედრის შემდეგ დაუმარცხებელია, ხოლო უშუალოდ ორგანიზაცია UFC-ში ეს მისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო, მან შვიდი შეხვედრა ვადაზე ადრე მოიგო.
შედეგად, 28 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ს ორი დივიზიონის ჩემპიონია. თოფურია ორგანიზაციის ისტორიაში მეათე სპორტსმენია, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. აქამდე სხვადასხვა დივიზიონის ქამარი რენდი კუტურმა, ბი ჯეი პენმა, კონორ მაკგრეგორმა, ჯორჯ სენ-პიერმა, დანიელ კორმიემ, ამანდა ნუნეშმა, ჰენრი სეხუდომ , ჯონ ჯონსმა და ალექს პერეირამ მოიპოვეს.
თოფურიამ მეტსახელიც შეიცვალა - ის აქამდე ბრძოლებში „მატადორის“ (El Matador) სახელით გამოდიოდა, ხოლო ამიერიდან იგი „ლეგენდას“ (La Leyenda) სახელით იასპარეზებს.