https://sputnik-georgia.com/20250629/saqartvelo-qristianobis-saxelmwipo-religiad-gamocxadebis-1700-wlistavs-agnishnaven-293960874.html
საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს
საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს
Sputnik საქართველო
კომისიას, რომელიც მუშაობას 1-ელ ივლისს დაიწყებს, საიუბილეო წლის პროგრამის შემუშავება დაევალა. 29.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-29T12:54+0400
2025-06-29T12:54+0400
2025-06-29T12:54+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
რელიგია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251295784_0:0:3267:1838_1920x0_80_0_0_2e61e938ff209c3ece19a944a0d9a2dd.jpg
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით კომისია შექმნა.ქართული ეკლესია და ზოგიერთი მკვლევარი თანხმდება, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ქართლის სამეფოში 326 წელს მოხდა. კომისიას, რომელიც მუშაობას 1-ელ ივლისს დაიწყებს, საიუბილეო წლის პროგრამის შემუშავება დაევალა.კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ასევე სასულიერო პირები, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი მიხეილ ბოტკოველის მდივანი და სხვები.წმინდა ნინო (კაპადოკიელი) საქართველოს განმანათლებლად იწოდება. თავისი ლოცვითა და კურთხევით მან განკურნა დედოფალი ნანა და ქრისტიანობაზე მოაქცია მეფე მირიანი.გადმოცემის თანახმად, როდესაც მეფე მირიანი ნადირობდა, უეცრად ძალიან ძლიერი სიბნელე ჩამოწვა. მეფემ თავის წარმართ კერპებს მოუხმო, რათა ამ გასაჭირიდან ეხსნათ, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ დროს ტყუილად კარგავდა, გაახსენდა წმინდა ნინო და მეფემ თქვა — „ღმერთო ნინოისო, რომელი ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, განმინათლე ბნელი ესე ჩემზედა მოხვეული და გამოაბრწყინვე ნათელი, რათა აღვიარო სახელი წმიდა შენი და გადიდებდე“. არემარე მაშინვე განათდა. ამი შემდეგ მირიანმა ღმერთი იწამა.სწორედ მეფე მირიანის დროს გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. ბიზანტიიდან მოიწვიეს მღვდლები და ეპისკოპოსი, მეფის ბრძანებით აკურთხეს არაგვი და გაიმართა საყოველთაო ნათლობა — ერი გაქრისტიანდა, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. საქართველოს ეკლესია თვლის, რომ ეს მოხდა 326 წელს.ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო, რუსეთის საიმპერატორო კარმა კი 1811 წელს უკანონოდ გააუქმა, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა - კათოლიკოს-პატრიარქად 1917 წლის 1-ელ ოქტომბერს კირიონ II აირჩიეს.1990 წელს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც მეხუთე საუკუნიდან არსებობს, მსოფლიო საპატრიარქომ დაადასტურა. 1977 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251295784_18:0:2749:2048_1920x0_80_0_0_1cff27ff34c707ac74cf25aef30f16ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, რელიგია, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, რელიგია, ახალი ამბები
საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს
კომისიას, რომელიც მუშაობას 1-ელ ივლისს დაიწყებს, საიუბილეო წლის პროგრამის შემუშავება დაევალა.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით კომისია შექმნა.
ქართული ეკლესია და ზოგიერთი მკვლევარი თანხმდება, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ქართლის სამეფოში 326 წელს მოხდა. კომისიას, რომელიც მუშაობას 1-ელ ივლისს დაიწყებს, საიუბილეო წლის პროგრამის შემუშავება დაევალა.
კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ასევე სასულიერო პირები, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი მიხეილ ბოტკოველის მდივანი და სხვები.
წმინდა ნინო (კაპადოკიელი) საქართველოს განმანათლებლად იწოდება. თავისი ლოცვითა და კურთხევით მან განკურნა დედოფალი ნანა და ქრისტიანობაზე მოაქცია მეფე მირიანი.
გადმოცემის თანახმად, როდესაც მეფე მირიანი ნადირობდა, უეცრად ძალიან ძლიერი სიბნელე ჩამოწვა. მეფემ თავის წარმართ კერპებს მოუხმო, რათა ამ გასაჭირიდან ეხსნათ, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ დროს ტყუილად კარგავდა, გაახსენდა წმინდა ნინო და მეფემ თქვა — „ღმერთო ნინოისო, რომელი ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, განმინათლე ბნელი ესე ჩემზედა მოხვეული და გამოაბრწყინვე ნათელი, რათა აღვიარო სახელი წმიდა შენი და გადიდებდე“. არემარე მაშინვე განათდა. ამი შემდეგ მირიანმა ღმერთი იწამა.
სწორედ მეფე მირიანის დროს გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. ბიზანტიიდან მოიწვიეს მღვდლები და ეპისკოპოსი, მეფის ბრძანებით აკურთხეს არაგვი და გაიმართა საყოველთაო ნათლობა — ერი გაქრისტიანდა, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. საქართველოს ეკლესია თვლის, რომ ეს მოხდა 326 წელს.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო, რუსეთის საიმპერატორო კარმა კი 1811 წელს უკანონოდ გააუქმა, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა - კათოლიკოს-პატრიარქად 1917 წლის 1-ელ ოქტომბერს კირიონ II აირჩიეს.
1990 წელს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც მეხუთე საუკუნიდან არსებობს, მსოფლიო საპატრიარქომ დაადასტურა. 1977 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა.