https://sputnik-georgia.com/20250629/ra-shemtxvevashi-shewyvets-xoshtaria-shimshilobas-293966704.html
რა შემთხვევაში შეწყვეტს ხოშტარია შიმშილობას? პოლიტიკოსმა პირობები დაასახელა
რა შემთხვევაში შეწყვეტს ხოშტარია შიმშილობას? პოლიტიკოსმა პირობები დაასახელა
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების პროტესტის ნიშნად საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობა 27 ივნისს დაიწყო. 29.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-29T20:40+0400
2025-06-29T20:40+0400
2025-06-29T21:39+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261630657_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_b0630c889ed6760fdeb99deb2063025f.jpg
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ამ ეტაპზე პოლიტიკური პარტიების სიცხადე ბრძოლის სტრატეგიაზე მიმაჩნია გადამწყვეტად, რადგანაც ვიდრე მმართველი პარტია შეტევაზეა, ჩვენი ბუნდოვანება ნიჰილიზმს აღვივებს, დაწერა სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მოშიმშილე ელენე ხოშტარიამ.აღნიშნული პოსტი პოლიტიკოსმა ინტერნეტ-სივრცეში მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და უარს იტყვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.27 ივნისს ელენე ხოშტარიამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების პროტესტის ნიშნად საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობა დაიწყო. გუშინ პროტესტს შეუერთდა მეორე პოლიტიკოსი - მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე, რომელმაც მმართველი პარტია მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე 2019 წელს დატოვა. ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს ასევე შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია.ეს ხოშტარიას რიგით მეორე შიმშილობაა. 2021 წლის ნოემბერში მან მსჯავრდებული სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 17 დღეს გაგრძელდა.ხოშტარია ოპოზიციური პარტია „ცვლილებებისთვის კოალიციის“ ოთხი ლიდერიდან ერთადერთია, რომელიც თავისუფლებაზე იმყოფება. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის გამოუცხადებლობისთვის ზურაბ ჯაფარიძეს და ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. აღნიშნულ საქმეზე ნიკა გვარამიას განაჩენი 30 ივნისს გამოცხადდება.საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - კოალიციის მესამე ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ასევე ემუქრება სისხლის სამართლის სასჯელი.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. 62 რაიონიდან თითოეულის მაცხოვრებლები ცალ-ცალკე ირჩევენ მერებსა და საკრებულოების წევრებს.აქამდე ოპოზიციის ძირითადი ნაწილი, რომელსაც ქვეყნის უმეტეს ქალაქებსა და რეგიონებში ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, არჩევნების მიმართ ბოიკოტის ერთიან პოზიციას ინარჩუნებდა. თუმცა, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოწოდებამ ბოიკოტზე უარის თქმისა და არჩევნებზე წასვლის შესახებ ეს პოზიცია სერიოზულად შეარყია.რა დგას არჩევნების უკანსაქართველოსთვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანია რეგიონებზე კონტროლისა და მოსახლეობის პოლიტიკური სიმპათიების განსაზღვრის თვალსაზრისით.ამავდროულად, მომავალი არჩევნები მასშტაბურია საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტების რაოდენობის თვალსაზრისით, ასევე ლოკალურიცაა, იმის გათვალისწინებით, რომ 62 რაიონიდან თითოეულის მაცხოვრებლები ცალ-ცალკე ირჩევენ მერებსა და საკრებულოების წევრებს.ამავდროულად, არჩევნების შედეგები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ოლქების მიხედვით. მაგალითად, ბოლო ასეთ არჩევნებში, რომელიც ჩატარდა თბილისში, საარჩევნო ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა, საქართველოს მთიან რეგიონში, ამბროლაურში - სამმა, ხოლო ახალქალაქის რეგიონში - ორმა.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მიხედვით, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“.დანარჩენმა პარტიებმა, ქვეყნის მასშტაბითაც კი, მინიმალური 3%-იანი მხარდაჭერაც ვე მოიპოვეს და რიგ რეგიონებში მათი მხარდაჭერა ნულის ტოლი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261630657_401:227:2232:1600_1920x0_80_0_0_ca7b3ae472b2323cac07b7f12b203b6a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები
რა შემთხვევაში შეწყვეტს ხოშტარია შიმშილობას? პოლიტიკოსმა პირობები დაასახელა
20:40 29.06.2025 (განახლებულია: 21:39 29.06.2025) პოლიტიკოსმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების პროტესტის ნიშნად საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობა 27 ივნისს დაიწყო.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ამ ეტაპზე პოლიტიკური პარტიების სიცხადე ბრძოლის სტრატეგიაზე მიმაჩნია გადამწყვეტად, რადგანაც ვიდრე მმართველი პარტია შეტევაზეა, ჩვენი ბუნდოვანება ნიჰილიზმს აღვივებს, დაწერა სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მოშიმშილე ელენე ხოშტარიამ.
აღნიშნული პოსტი პოლიტიკოსმა ინტერნეტ-სივრცეში მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და უარს იტყვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
„ერთობა რეჟიმთან ართანამშრომლობის იდეის გარშემო, ე.წ. არჩევნების დელეგიტიმაცია, პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა, პროტესტის გაძლიერება ერთიანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალით. პოლიტიკური პარტიების სიცხადე ბრძოლის სტრატეგიაზე მიმაჩნია გადამწყვეტი ამ ეტაპზე, რადგან, სანამ „ოცნება“ შეტევაზეა, ჩვენი ბუნდოვანება ნიჰილიზმს აღვივებს. მთელმა რიგმა პარტიებმა პოზიცია დააფიქსირეს. დარჩნენ პარტიები, ვინც არ დააფიქსირეს და მე ველოდები ამ პოზიციას", - დაწერა ხოშტარიამ.
27 ივნისს ელენე ხოშტარიამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების პროტესტის ნიშნად საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობა დაიწყო. გუშინ პროტესტს შეუერთდა მეორე პოლიტიკოსი - მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე, რომელმაც მმართველი პარტია მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე 2019 წელს დატოვა. ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს ასევე შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია.
ეს ხოშტარიას რიგით მეორე შიმშილობაა. 2021 წლის ნოემბერში მან მსჯავრდებული სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 17 დღეს გაგრძელდა.
ხოშტარია ოპოზიციური პარტია „ცვლილებებისთვის კოალიციის“ ოთხი ლიდერიდან ერთადერთია, რომელიც თავისუფლებაზე იმყოფება. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის გამოუცხადებლობისთვის ზურაბ ჯაფარიძეს და ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. აღნიშნულ საქმეზე ნიკა გვარამიას განაჩენი 30 ივნისს გამოცხადდება.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - კოალიციის მესამე ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ასევე ემუქრება სისხლის სამართლის სასჯელი.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. 62 რაიონიდან თითოეულის მაცხოვრებლები ცალ-ცალკე ირჩევენ მერებსა და საკრებულოების წევრებს.
აქამდე ოპოზიციის ძირითადი ნაწილი, რომელსაც ქვეყნის უმეტეს ქალაქებსა და რეგიონებში ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, არჩევნების მიმართ ბოიკოტის ერთიან პოზიციას ინარჩუნებდა. თუმცა, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოწოდებამ ბოიკოტზე უარის თქმისა და არჩევნებზე წასვლის შესახებ ეს პოზიცია სერიოზულად შეარყია.
საქართველოსთვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანია რეგიონებზე კონტროლისა და მოსახლეობის პოლიტიკური სიმპათიების განსაზღვრის თვალსაზრისით.
ამავდროულად, მომავალი არჩევნები მასშტაბურია საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტების რაოდენობის თვალსაზრისით, ასევე ლოკალურიცაა, იმის გათვალისწინებით, რომ 62 რაიონიდან თითოეულის მაცხოვრებლები ცალ-ცალკე ირჩევენ მერებსა და საკრებულოების წევრებს.
ამავდროულად, არჩევნების შედეგები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ოლქების მიხედვით. მაგალითად, ბოლო ასეთ არჩევნებში, რომელიც ჩატარდა თბილისში, საარჩევნო ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა, საქართველოს მთიან რეგიონში, ამბროლაურში - სამმა, ხოლო ახალქალაქის რეგიონში - ორმა.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მიხედვით, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“.
დანარჩენმა პარტიებმა, ქვეყნის მასშტაბითაც კი, მინიმალური 3%-იანი მხარდაჭერაც ვე მოიპოვეს და რიგ რეგიონებში მათი მხარდაჭერა ნულის ტოლი იყო.