https://sputnik-georgia.com/20250629/psj-inter-maiami-daamarcxa-293966911.html
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ დაამარცხა
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ დაამარცხა
Sputnik საქართველო
ფრანგული გუნდი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გააგრძელებს - „პსჟ" მეოთხედფინალში „ფლამენგოსა“ და „ბაიერნს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. 29.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-29T21:52+0400
2025-06-29T21:52+0400
2025-06-29T22:05+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0b/292450048_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_d7a112479d1167541f61256db6da9e38.jpg
თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ ანგარიშით 4:0 დაამარცხა.შეხვედრა ატლანტის „მერსედეს-ბენც სთედიუმზე“ გაიმართა.შეხვედრაში პარიზელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. მატჩის მე-6 წუთზე გათამაშებული შეტევა ჟოაო ნევეშმა თავური დარტყმით დააგვირგვინა. ფრანგები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, მეტოქეს ერთი მომენტის შემქნის საშუალებაც არ მისცეს, თავად კი ნევეშის დუბლით (39), ტომას ავილესის ავტოგოლით (44) და აშრაფ ჰაკიმის (45+3) ზუსტი დარტყმით პირველი ტაიმის დასრულებამდე 4:0 დაწინაურდნენ.ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში მადრიდის „ატლეტიკო“ 4:0 დაამარცხა. შემდეგ ბრაზილიურ „ბოტაფოგოსთან“ 0:1 წააგო, მაგრამ ბოლო ტურში ამერიკულ „სიეტლ საუნდერსს“ 2:0 სძლია და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა.მატჩის მეორე ნახევარში ფრანგებმა შეტევის ტემპი შეამცირეს, ამერიკელები კი სხვაობის შემცირებას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ.ფრანგული გუნდი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გააგრძელებს - „პსჟ" მეოთხედფინალში „ფლამენგოსა“ და „ბაიერნს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0b/292450048_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_ce2d8953f47dff90021d3ac0ee328620.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ დაამარცხა
21:52 29.06.2025 (განახლებულია: 22:05 29.06.2025) ფრანგული გუნდი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გააგრძელებს - „პსჟ" მეოთხედფინალში „ფლამენგოსა“ და „ბაიერნს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
შეხვედრა ატლანტის „მერსედეს-ბენც სთედიუმზე“ გაიმართა.
შეხვედრაში პარიზელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. მატჩის მე-6 წუთზე გათამაშებული შეტევა ჟოაო ნევეშმა თავური დარტყმით დააგვირგვინა. ფრანგები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, მეტოქეს ერთი მომენტის შემქნის საშუალებაც არ მისცეს, თავად კი ნევეშის დუბლით (39), ტომას ავილესის ავტოგოლით (44) და აშრაფ ჰაკიმის (45+3) ზუსტი დარტყმით პირველი ტაიმის დასრულებამდე 4:0 დაწინაურდნენ.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში მადრიდის „ატლეტიკო“ 4:0 დაამარცხა. შემდეგ ბრაზილიურ „ბოტაფოგოსთან“ 0:1 წააგო, მაგრამ ბოლო ტურში ამერიკულ „სიეტლ საუნდერსს“ 2:0 სძლია და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა.
მატჩის მეორე ნახევარში ფრანგებმა შეტევის ტემპი შეამცირეს, ამერიკელები კი სხვაობის შემცირებას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
ფრანგული გუნდი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გააგრძელებს - „პსჟ" მეოთხედფინალში „ფლამენგოსა“ და „ბაიერნს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.