https://sputnik-georgia.com/20250629/parlamenti-riggareshe-sesiaze-sheikribeba-293950793.html
პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება
პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია 27 ივნისს დასრულდა. 29.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-29T09:51+0400
2025-06-29T09:51+0400
2025-06-29T10:13+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251583075_0:240:3001:1928_1920x0_80_0_0_aa7e5135c148d3afc35d6410a8af985a.jpg
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს 1 და 2 ივლისს რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართავს.საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია 27 ივნისს დასრულდა.„ამ კვირაში პრემიერ-მინისტრმა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ინიციატივები გაახმოვანა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დაადასტურა პარლამენტის მზადყოფნა, განიხილოს და მიიღოს აღნიშნული ინიციატივები. ამიტომაც, ვაპირებ, მივმართო პრეზიდენტს მომავალ კვირას რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველოში ნარკოტიკებთან ბრძოლის კანონმდებლობის გამკაცრების პოლიტიკის ფარგლებში, კერძო კომპანიებისთვის ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტის აკრძალვის შემოღება იგეგმება.სპეციალურ კონტროლს დაქვემდებრებული მედიკამენტების იმპორტი და რეალიზაცია სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. გარდა ამისა, დაწესდება მკაცრი კონტროლი რეცეპტების გამოწერასა და მედიკამენტების გაცემაზე.მთავრობის ახალი ინიციატივების გარდა, სხდომაზე ასევე განიხილება სხდომების გაცდენის გამო პარტია „საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251583075_0:0:2571:1928_1920x0_80_0_0_8ecc22e446622fbabe91dca406213793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება
09:51 29.06.2025 (განახლებულია: 10:13 29.06.2025) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია 27 ივნისს დასრულდა.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს 1 და 2 ივლისს რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართავს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია 27 ივნისს დასრულდა.
„ამ კვირაში პრემიერ-მინისტრმა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ინიციატივები გაახმოვანა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დაადასტურა პარლამენტის მზადყოფნა, განიხილოს და მიიღოს აღნიშნული ინიციატივები. ამიტომაც, ვაპირებ, მივმართო პრეზიდენტს მომავალ კვირას რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში ნარკოტიკებთან ბრძოლის კანონმდებლობის გამკაცრების პოლიტიკის ფარგლებში, კერძო კომპანიებისთვის ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტის აკრძალვის შემოღება იგეგმება.
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებრებული მედიკამენტების იმპორტი და რეალიზაცია სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. გარდა ამისა, დაწესდება მკაცრი კონტროლი რეცეპტების გამოწერასა და მედიკამენტების გაცემაზე.
მთავრობის ახალი ინიციატივების გარდა, სხდომაზე ასევე განიხილება სხდომების გაცდენის გამო პარტია „საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხი.