მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველო ირლანდიას დაუპირისპირდება

© Sputnik / STRINGERრაგბი
რაგბი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2025
გამოწერა
შეხვედრა იტალიის ქალაქ კალვიზანოში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს ირლანდიის გუნდის წინააღმდეგ გამართავს, იუწყება პირველი არხი.
იტალიაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება, ტურნირი 29 ივნისი-19 ივლისის პერიოდში ჩატარდება.
უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა ტურნირისთვის 30 მორაგბე შეარჩია – 17 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშე, მათ შორის 10 ლეგიონერია, 20 კი ქართულ კლუბებს წარმოადგენს.
იტალიაში საქართველოს ნაკრებმა ავსტრალიის ნაკრებთან ერთობლივი ვარჯიში გამართა. გუნდის მზადებასა და მომავალ ტურნირზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ გააკეთა.
„ავსტრალიასთან ერთობლივმა ვარჯიშმა ძალიან კარგად ჩაიარა. მოკლე ვარჯიში გვქონდა, როგორც გაყოფილად (ხაზი და შერკინება), ასევე გუნდურად. ვფიქრობთ, რომ თამაშისთვის მზად ვართ. გიორგი ხაინდრავას, დავით ლაგვილავასა და ლეონიდე სალდაძის არყოფნა დიდი დანაკლისია, მაგრამ გუნდი შეკრული და მოტივირებულია. ვფიქრობთ, ირლანდიასთან თამაშისთვის მზად ვართ", - განაცხადა კილასონიამ.
20-წლამდელთა ჩემპიონატს იტალია წელს მესამედ უმასპინძლებს. თამაშები ოთხ ქალაქში (კალვიზანო, როვიგო, ვერონა და ვიადანა) გაიმართება. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ახალი ზელანდიის, ირლანდიისა და მასპინძელი იტალიის ნაკრებები ითამაშებენ.
თამაშების განრიგი:
29 ივნისი
საქართველო – ირლანდია (კალვიზანო)
4 ივლისი
საქართველო – ახალი ზელანდია (ვიადანა)
9 ივლისი
იტალია – საქართველო (კალვიზანო).
ნახევარფინალები 14 ივლისს, ხოლო ფინალური თამაშები – 19 ივლისს გაიმართება.
20-წლამდელთა ჩემპიონატის A – ჯგუფში ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია, ხოლო B ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი მოხვდნენ.
საქართველოს U20 ნაკრები:
შერკინება: არჩილ ნოზაძე („აჟენი“), ბაჩუკი ბარათაშვილი („აია“), მიხეილ ხახუბია („ლელო“), შოთა ხელაძე („ლელო“), დავით არჩვაძე („ლელო“), მათე ღურწკაია („კასტრი“), გიორგი ძაგანია („ნარბონი“), გიორგი მესხიძე („პერპინიანი“), თემურ წულუკიძე („ოიონა“), გაგი მარგველაშვილი („რასინგი“), დავით ბარამია („ტულონი“), ნიკოლოზ ჩხორთოლია („მონპელიე“), ანდრო დვალი („პერპინიანი“), გიორგი არძენაძე („ბათუმი“), მიხეილ შიოშვილი („ტულონი“), ნიკა აბესაძე („ლელო“), ლუკა ნარსია („აია“);
ხაზი: გიორგი სპანდერაშვილი („შავი ლომი“), თემურ ძოძუაშვილი („აია“), დავით წიკლაური („ხვამლი“), ბუბა ნოზაძე („ბათუმი“), გიგი სირბილაძე („ლელო“), ნუგზარ ქევხიშვილი („ლელო“), დათა ახვლედიანი („ლელო“), სანდრო სესიაშვილი („არმია“), სანდრო მესხიძე („არმია“), ლუკა კეშელავა („არმია“), ტარიელ ბურთიკაშვილი („ვეფხვები“), საბა შარვაშიძე („აია“), ლუკა თაყაიშვილი („ხვამლი“).
ყველა ახალი ამბავი
0