https://sputnik-georgia.com/20250629/energoderepnis-gashvebis-tarigi-gamocxadda-293966531.html
შავი ზღვის ფსკერზე ენერგოდერეფნის გაშვების თარიღი გამოცხადდა
შავი ზღვის ფსკერზე ენერგოდერეფნის გაშვების თარიღი გამოცხადდა
Sputnik საქართველო
მომავალ წელს იგეგმება პროექტისთვის PMI სტატუსის (ევროკომისიის ორმხრივი ინტერესის მქონე პროექტი) მისაღებად განაცხადის წარდგენა. 29.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-29T19:02+0400
2025-06-29T19:02+0400
2025-06-29T21:02+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
რუმინეთი
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1d/293966269_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_b1faa39628e0676e865d540dfcc9cbfc.jpg
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. „კასპია-შავი ზღვა-ევროპის" (Black Sea Energy) „მწვანე ენერგიის" მიწოდების დერეფნის გაშვება, რომელშიც აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი იღებენ მონაწილეობას, 2032 წლისთვის იგეგმება, განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ორხან ზეინალოვმა ევროპულ მედიასთან ინტერვიუში, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.მისი თქმით, აღნიშნული დერეფნით იგეგმება 4 გიგავატამდე „მწვანე ენერგიის“ ექსპორტი სამ ეტაპად – თითო 1,3 გიგავატი. თითოეულ ეტაპზე იქნება თითო კაბელი და გაშვება 2032 წლისთვისაა დაგეგმილი, განაცხადა ზეინალოვმა.ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე დასკვნით ეტაპზეა.ზეინალოვის თქმით, მომავალ წელს ასევე იგეგმება პროექტისთვის PMI სტატუსის (ევროკომისიის ორმხრივი ინტერესის მქონე პროექტი) მისაღებად განაცხადის წარდგენა.„ეს სტრატეგიული პროექტია, რადგანაც, პირველ რიგში, ის უზრუნველყოფს კასპიის, შავი ზღვისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კავშირს. მეორეც, როგორც ხედავთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ფასები, ზოგადად, ოდნავ მაღალიადამატებით ენერგიას შეუძლია ბაზრის სტაბილიზაცია და ფასების შემცირება, რაც ძალიან კარგია მომხმარებლებისთვის“, - აღნიშნა ზეინალოვმა.აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ივლისში ბაქოში ხელი მოეწერება დოკუმენტებს, რომლებიც ერთობლივი საწარმოს შექმნას ისახავს მიზნად, რათა ცენტრალური აზია-აზერბაიჯანის მიმართულებით „მწვანე ენერგიის“ მიწოდების დერეფნის პროექტი განხორციელდეს.ზეინალოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს, ყაზახეთსა და უზბეკეთს შორის „მწვანე ენერგიის“ განვითარებისა და გადაცემის თაობაზე სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას სამი ქვეყნის ლიდერებმა 2024 წლის 13 ნოემბერს COP29 კლიმატის კონფერენციაზე მოაწერეს ხელი.მისი თქმით, პროექტისადმი ინტერესი დიდია საუდის არაბეთის მხრიდანაც.„საუდის არაბეთის ელექტროენერგეტიკულმა კომპანიამ სამ ქვეყანასთან „მწვანე ენერგიის" გადაცემის კომპონენტთან დაკავშირებით ინტერესთა წინასწარი მემორანდუმი გააფორმა. ერთობლივი საწარმოს შტაბ-ბინა ბაქოში განთავსდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.როგორც ზეინალოვმა აღნიშნა, მომავალ თვეში ერთობლივი საწარმოს შესახებ დოკუმენტებს ბაქოში მოეწერება ხელი.
საქართველო
აზერბაიჯანი
რუმინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1d/293966269_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_ef0050d5d7f7363c4a14a13f82f0c447.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი, ეკონომიკა, ახალი ამბები
შავი ზღვის ფსკერზე ენერგოდერეფნის გაშვების თარიღი გამოცხადდა
19:02 29.06.2025 (განახლებულია: 21:02 29.06.2025) მომავალ წელს იგეგმება პროექტისთვის PMI სტატუსის (ევროკომისიის ორმხრივი ინტერესის მქონე პროექტი) მისაღებად განაცხადის წარდგენა.
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. „კასპია-შავი ზღვა-ევროპის" (Black Sea Energy) „მწვანე ენერგიის" მიწოდების დერეფნის გაშვება, რომელშიც აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი იღებენ მონაწილეობას, 2032 წლისთვის იგეგმება, განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ორხან ზეინალოვმა ევროპულ მედიასთან ინტერვიუში, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.
მისი თქმით, აღნიშნული დერეფნით იგეგმება 4 გიგავატამდე „მწვანე ენერგიის“ ექსპორტი სამ ეტაპად – თითო 1,3 გიგავატი. თითოეულ ეტაპზე იქნება თითო კაბელი და გაშვება 2032 წლისთვისაა დაგეგმილი, განაცხადა ზეინალოვმა.
ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე დასკვნით ეტაპზეა.
„აქ ძალიან კარგი პოტენციალია, წყარო იქნება აზერბაიჯანის შელფზე არსებული ქარის ელექტროსადგურები, ენერგია გავა HVDC-ის კაბელით საქართველოში და წყალქვეშა კაბელით შავი ზღვის გავლით რუმინეთსა და უნგრეთში. პროექტის მიმართ ინტერესი გამოთქვა ბულგარეთმაც“, - განაცხადა მან.
ზეინალოვის თქმით, მომავალ წელს ასევე იგეგმება პროექტისთვის PMI სტატუსის (ევროკომისიის ორმხრივი ინტერესის მქონე პროექტი) მისაღებად განაცხადის წარდგენა.
„ეს სტრატეგიული პროექტია, რადგანაც, პირველ რიგში, ის უზრუნველყოფს კასპიის, შავი ზღვისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კავშირს. მეორეც, როგორც ხედავთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ფასები, ზოგადად, ოდნავ მაღალიადამატებით ენერგიას შეუძლია ბაზრის სტაბილიზაცია და ფასების შემცირება, რაც ძალიან კარგია მომხმარებლებისთვის“, - აღნიშნა ზეინალოვმა.
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ივლისში ბაქოში ხელი მოეწერება დოკუმენტებს, რომლებიც ერთობლივი საწარმოს შექმნას ისახავს მიზნად, რათა ცენტრალური აზია-აზერბაიჯანის მიმართულებით „მწვანე ენერგიის“ მიწოდების დერეფნის პროექტი განხორციელდეს.
ზეინალოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს, ყაზახეთსა და უზბეკეთს შორის „მწვანე ენერგიის“ განვითარებისა და გადაცემის თაობაზე სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას სამი ქვეყნის ლიდერებმა 2024 წლის 13 ნოემბერს COP29 კლიმატის კონფერენციაზე მოაწერეს ხელი.
მისი თქმით, პროექტისადმი ინტერესი დიდია საუდის არაბეთის მხრიდანაც.
„საუდის არაბეთის ელექტროენერგეტიკულმა კომპანიამ სამ ქვეყანასთან „მწვანე ენერგიის" გადაცემის კომპონენტთან დაკავშირებით ინტერესთა წინასწარი მემორანდუმი გააფორმა. ერთობლივი საწარმოს შტაბ-ბინა ბაქოში განთავსდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
როგორც ზეინალოვმა აღნიშნა, მომავალ თვეში ერთობლივი საწარმოს შესახებ დოკუმენტებს ბაქოში მოეწერება ხელი.