https://sputnik-georgia.com/20250629/dvalishvili-iliam-istoria-kidev-ertxel-dawera-293962317.html
დვალიშვილი: ილიამ ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა
დვალიშვილი: ილიამ ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა
Sputnik საქართველო
თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ორი წონის ქამრის მფლობელი გახდა. 29.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-29T13:19+0400
2025-06-29T13:19+0400
2025-06-29T13:19+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273052738_0:150:1440:960_1920x0_80_0_0_088bd82bc6b6af5eb411186ae53b0e06.jpg
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ილიამ ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა, ასე გამოეხმაურა ილია თოფურიას გამარჯვებას UFC-ის კიდევ ერთი ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი.29 ივნისს, UFC-ის მებრძოლმა ილია თოფურიამ მსუბუქი წონის საჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლაში ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ორი წონის ქამრის მფლობელი გახდა.ოლივეირასთან ბრძოლა თოფურიას დებიუტი იყო მსუბუქი წონის დივიზიონში. გასულ წელს ის ქვემსუბუქი წონის (65კგ) ჩემპიონი გახდა და ქამარიც დაიცვა, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც მხოლოდ ტიტულისთვის იბრძოლებდა. მასთან დაპირისპირებაზე უარი თქვა მოქმედმა ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა და ქვესაშუალო დივიზიონში (77კგ) გადაინაცვლა. ილია თოფურიაილია თოფურია ესპანეთში 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა. მან შერეულ ორთაბრძოლებში ვარჯიში ძმასთან ერთად ქალაქ ალიკანტეში დაიწყო. მისი დებიუტი 2015 წელს შედგა.შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ 2024 წლის თებერვალში საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა.თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი გასული წლის ოქტომბერში ამერიკელი მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა.ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 17 შეხვედრის შემდეგ დაუმარცხებელია, ხოლო უშუალოდ ორგანიზაცია UFC-ში ეს მისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო, მან შვიდი შეხვედრა ვადაზე ადრე მოიგო. შედეგად, 28 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ს ორი დივიზიონის ჩემპიონია. თოფურია ორგანიზაციის ისტორიაში მე-10 სპორტსმენია, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. აქამდე სხვადასხვა დივიზიონის ქამარი რენდი კუტურმა, ბი ჯეი პენმა, კონორ მაკგრეგორმა, ჯორჯ სენ-პიერმა, დანიელ კორმიემ, ამანდა ნუნეშმა, ჰენრი სეხუდომ , ჯონ ჯონსმა და ალექს პერეირამ მოიპოვეს.თოფურიამ მეტსახელიც შეიცვალა - ის აქამდე ბრძოლებში „მატადორის“ (El Matador) სახელით გამოდიოდა, ხოლო ამიერიდან იგი „ლეგენდას“ (La Leyenda) სახელით იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს UFC-ს სუპერმსუბუქი (61კგ) წონის ქამარი ამერიკელ შონ ო’მალისთან გამარჯვების შემდეგ წარმატებით დაიცვა მერაბ დვალიშვილმა და ამჟამად მამაკაცთა შორის ორგანიზაციის შვიდი წონითი კატეგორიიდან ორის ჩემპიონი ქართველია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273052738_289:152:1366:960_1920x0_80_0_0_0089efe14d85934769d854523025eb95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
დვალიშვილი: ილიამ ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა
თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ორი წონის ქამრის მფლობელი გახდა.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ილიამ ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა, ასე გამოეხმაურა ილია თოფურიას გამარჯვებას UFC-ის კიდევ ერთი ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი.
29 ივნისს, UFC-ის მებრძოლმა ილია თოფურიამ მსუბუქი წონის საჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლაში ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.
„ილიამ ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა. ძალიან ვამაყობ და შთაგონებული ვარ მისით", - დაწერა დვალიშვილმა სოციალურ ქსელში.
თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ორი წონის ქამრის მფლობელი გახდა.
ოლივეირასთან ბრძოლა თოფურიას დებიუტი იყო მსუბუქი წონის დივიზიონში. გასულ წელს ის ქვემსუბუქი წონის (65კგ) ჩემპიონი გახდა და ქამარიც დაიცვა, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც მხოლოდ ტიტულისთვის იბრძოლებდა. მასთან დაპირისპირებაზე უარი თქვა მოქმედმა ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა და ქვესაშუალო დივიზიონში (77კგ) გადაინაცვლა.
ილია თოფურია ესპანეთში 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა. მან შერეულ ორთაბრძოლებში ვარჯიში ძმასთან ერთად ქალაქ ალიკანტეში დაიწყო. მისი დებიუტი 2015 წელს შედგა.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ 2024 წლის თებერვალში საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა.
თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი გასული წლის ოქტომბერში ამერიკელი მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა.
ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 17 შეხვედრის შემდეგ დაუმარცხებელია, ხოლო უშუალოდ ორგანიზაცია UFC-ში ეს მისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო, მან შვიდი შეხვედრა ვადაზე ადრე მოიგო.
შედეგად, 28 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ს ორი დივიზიონის ჩემპიონია. თოფურია ორგანიზაციის ისტორიაში მე-10 სპორტსმენია, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. აქამდე სხვადასხვა დივიზიონის ქამარი რენდი კუტურმა, ბი ჯეი პენმა, კონორ მაკგრეგორმა, ჯორჯ სენ-პიერმა, დანიელ კორმიემ, ამანდა ნუნეშმა, ჰენრი სეხუდომ , ჯონ ჯონსმა და ალექს პერეირამ მოიპოვეს.
თოფურიამ მეტსახელიც შეიცვალა - ის აქამდე ბრძოლებში „მატადორის“ (El Matador) სახელით გამოდიოდა, ხოლო ამიერიდან იგი „ლეგენდას“ (La Leyenda) სახელით იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს UFC-ს სუპერმსუბუქი (61კგ) წონის ქამარი ამერიკელ შონ ო’მალისთან გამარჯვების შემდეგ წარმატებით დაიცვა მერაბ დვალიშვილმა და ამჟამად მამაკაცთა შორის ორგანიზაციის შვიდი წონითი კატეგორიიდან ორის ჩემპიონი ქართველია.