დეპუტატი: საგამოძიებო კომისიის დასკვნა ისტორიული იქნება

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2025
გამოწერა
კომისიის მუშაობის ხუთი თვის მანძილზე ქართულმა საზოგადოებამ მოისმინა ადამიანების წამებისა და სიკვდილის, ასევე ქონების ჩამორთმევის არაერთი ისტორია.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ისტორიული იქნება, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავებულია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. გასულ კვირას პარლამენტმა კომისიის უფლებამოსილების ვადა 5 აგვისტომდე გაახანგრძლივა.
„მხოლოდ რამდენიმე სხდომა დარჩა და შემდეგ დაიწყება დასკვნაზე მუშაობა. დარწმუნებული ვარ, რომ დასკვნა ისტორიული იქნება. იგი ისტორიული იქნება იმ გაგებით, რომ, ალბათ, ცოტა ქვეყანაა, რომელსაც ჰყოლია ისეთი მთავრობა და რეჟიმი, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, კომისიის მუშაობის ხუთი თვის მანძილზე ქართულმა საზოგადოებამ მოისმინა ადამიანების წამებისა და სიკვდილის, ასევე ქონების ჩამორთმევის არაერთი ისტორია.

„დასკვნა არა მხოლოდ მოცულობითი იქნება, არამედ დატვირთული იქნება ზუსტად იმ ფაქტებით, რომელთა შემდეგაც არავის შეეპარება ეჭვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც რეჟიმი, აუცილებლად გაუქმდება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

საქართველოში საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს მუხლი კანონმდებლობაში 1999 წლიდან არსებობს და არასდროს შეცვლილა.
ამ დროისთვის, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ცხრა ლიდერიდან კომისიის სხდომაზე მხოლოდ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია გამოცხადდა. ოპოზიციის არგუმენტი კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის შესახებ არის ის, რომ ისინი არ ცნობენ პარლამენტის ლეგიტიმურობას და, შესაბამისად, კომისიის ლეგიტიმურობას.
კომისიის სხდომაზე მისვლაზე უარი განაცხადეს „ნაცმოძრაობის", „კოალიცია ცვლილებებისთვის" და „ლელო საქართველოსთვის" წევრებმა - რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.
ოთხ ოპოზიციონერს - ბადრი ჯაფარიძეს, ზურაბ ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს - განაჩენი უკვე გამოუტანეს. თითოეული გისოსებს მიღმა 7-8 თვეს გაატარებს ნიკა მელია, ნიკა გვარამია, გიორგი თარგამაძე და ირაკლი ოქრუაშვილი კი განაჩენს ელოდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0