ხარაგაულის ორ სოფელში მეწყერული პროცესები გააქტიურდა - მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია

© www.georoad.geმეწყერი
მეწყერი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2025
გამოწერა
მეწყრული პროცესების განვითარებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე დააზიანა საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები,
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები გააქტიურდა, იუწყება მუნიციპალიტეტის მერია.
ადგილზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილი, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფოდნენ.
რწმუნებულის პირველი მოადგილე და მერი ადგილზე არსებულ ვითარებას და ადგილობრივი მცხოვრებლების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.
მეწყრული პროცესების დეტალური შესწავლის მიზნით მუშაობს გეოლოგთა ჯგუფი. სპეციალისტები მეწყრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ, რის შემდეგაც შესაძლო რისკების პროგნოზი გაკეთდება.
გასული ღამის განმავლობაში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მიმდინარეობდა მეწყრის საფრთხის არეალში მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანა.
ხარაგაულის მერია უზრუნველყოფს არსებული მდგომარეობის მონიტორინგს და ყველა საჭირო ღონისძიებას გეოლოგების ოფიციალური დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე განახორციელებს.
ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების მითითებებს.
მეწყრული პროცესების განვითარებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე დააზიანა საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, აღნიშნეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ყველა ახალი ამბავი
0