https://sputnik-georgia.com/20250628/somxetsi-siraqis-mtavarepiskoposi-daakaves-293949565.html
სომხეთში შირაკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი დააკავეს
სომხეთში შირაკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი დააკავეს
Sputnik საქართველო
მთავარეპისკოპოსს ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯაროდ მოწოდებებს ედავებიან 28.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-28T15:52+0400
2025-06-28T15:52+0400
2025-06-28T15:52+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
სომხეთი
რელიგია
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24079/37/240793753_0:82:1600:982_1920x0_80_0_0_dc7a744b184540a18d67d7098ac01a2d.jpg
თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. სომხეთში შირაკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი ორი თვით დააკავეს, ის პარასკევს საღამოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.აჯაფახიანს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები ედება ბრალად.პარასკევს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა, რომ სომეხთა სამოციქულო ეკლესიის შირაკის ეპარქიის შენობაში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.მთავარეპისკოპოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა, რაც მასმედიისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებასა და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს.სომხეთის სამოციქულო ეკლესიასა და სომხეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. 2021 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომეხ სასულიერო პირებს რევოლუციით დაემუქრა. ეკლესიამ ამ განცხადებას საეჭვო, დაუსაბუთებელი, არაგონივრული და შეუფერებელი უწოდა. 2024 წლის აპრილში სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ 2020 წლის დეკემბერში მის მიერ გაცხადებული მოწოდება ფაშინიანისადმი, რომ გადამდგარიყო, „დროში შეზღუდული არ არის“.
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24079/37/240793753_92:0:1509:1063_1920x0_80_0_0_7bde0637d913c5017586bc3b0c038dfa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, სომხეთი, რელიგია, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, სომხეთი, რელიგია, პოლიტიკა
სომხეთში შირაკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი დააკავეს
მთავარეპისკოპოსს ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯაროდ მოწოდებებს ედავებიან
თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. სომხეთში შირაკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი ორი თვით დააკავეს, ის პარასკევს საღამოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
აჯაფახიანს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები ედება ბრალად.
პარასკევს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა, რომ სომეხთა სამოციქულო ეკლესიის შირაკის ეპარქიის შენობაში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
მთავარეპისკოპოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა, რაც მასმედიისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებასა და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს.
სომხეთის სამოციქულო ეკლესიასა და სომხეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. 2021 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომეხ სასულიერო პირებს რევოლუციით დაემუქრა. ეკლესიამ ამ განცხადებას საეჭვო, დაუსაბუთებელი, არაგონივრული და შეუფერებელი უწოდა. 2024 წლის აპრილში სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ 2020 წლის დეკემბერში მის მიერ გაცხადებული მოწოდება ფაშინიანისადმი, რომ გადამდგარიყო, „დროში შეზღუდული არ არის“.