https://sputnik-georgia.com/20250628/saqartvelos-universitetebsi-siaxleebia-mosalodneli-premieri-293952668.html
საქართველოს უნივერსიტეტებში სიახლეებია მოსალოდნელი - პრემიერი
საქართველოს უნივერსიტეტებში სიახლეებია მოსალოდნელი - პრემიერი
Sputnik საქართველო
დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას წარედგინება დეტალური კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს საუნივერსიტეტო სფეროში განათლების ხარისხის ფუნდამენტურად ამაღლებას... 28.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-28T20:15+0400
2025-06-28T20:15+0400
2025-06-28T20:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24775/80/247758036_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_724babe328231a746ba00a1df35a8a0f.jpg
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ამ ზაფხულს ქვეყანაში უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეფორმირების ახალ კონცეფციას წარადგენს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ამჟამად საქართველოში 63 აკრედიტებული უნივერსიტეტია, რომელთაგან 19 სახელმწიფო საკუთრებაშია. ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა, ბოლონიის სისტემის მიხედვით, სამ საფეხურს მოიცავს: ბაკალავრიატს, მაგისტრატურას და დოქტორანტურას. განათლება კრედიტების სისტემაზეა დაფუძნებული, სადაც ხარისხის მისაღებად გარკვეული რაოდენობის კრედიტების დაგროვებაა საჭირო.მისი თქმით, დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას წარედგინება დეტალური კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს საუნივერსიტეტო სფეროში განათლების ხარისხის ფუნდამენტურად ამაღლებას.ეს კონცეფცია მოიცავს მრავალ მიმართულებას - დაწყებული ინფრასტრუქტურით, დამთავრებული სასწავლო პროგრამების გადახედვით, უკეთესი პირობების შექმნით პროფესორ-მასწავლებლებისთვის. მისი თქმით, ეს რეფორმა მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდება.ამასთან, კობახიძის თქმით, მთავრობის ამოცანაა, რეგიონული უნივერსიტეტების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად აგრარული განათლება განისაზღვროს.„ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, რეგიონული უნივერსიტეტების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად განვსაზღვროთ სწორედ აგრარული განათლება. ეს შეეხება იგივე თელავის უნივერსიტეტს, ისე სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების სფეროში რეფორმების გატარება.„ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, რადიკალური ცვლილებები შევიტანოთ ამ სფეროში, მათ შორის, ფუნდამენტურად უნდა გადავხედოთ ეროვნულ სასწავლო გეგმას, სასწავლო პროგრამას, სასწავლო სახელმძღვანელოებს, ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდება შემდეგი წლების განმავლობაში“, - განაცხადა მან.საქართველოში საშუალო განათლების სისტემა მოიცავს 12 წლიან სწავლებას, რომელიც დაყოფილია სამ ეტაპად: დაწყებითი (6 წელი), საბაზისო (4 წელი) და საშუალო (3 წელი). განათლება იწყება 6 წლის ასაკში. სკოლის მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს არ აბარებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24775/80/247758036_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_765455d27ac196a4eba63316ae369a76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
საქართველოს უნივერსიტეტებში სიახლეებია მოსალოდნელი - პრემიერი
დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას წარედგინება დეტალური კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს საუნივერსიტეტო სფეროში განათლების ხარისხის ფუნდამენტურად ამაღლებას, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ამ ზაფხულს ქვეყანაში უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეფორმირების ახალ კონცეფციას წარადგენს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ამჟამად საქართველოში 63 აკრედიტებული უნივერსიტეტია, რომელთაგან 19 სახელმწიფო საკუთრებაშია. ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა, ბოლონიის სისტემის მიხედვით, სამ საფეხურს მოიცავს: ბაკალავრიატს, მაგისტრატურას და დოქტორანტურას. განათლება კრედიტების სისტემაზეა დაფუძნებული, სადაც ხარისხის მისაღებად გარკვეული რაოდენობის კრედიტების დაგროვებაა საჭირო.
„ჩვენ დავაანონსეთ საუნივერსიტეტო რეფორმა, გვინდა ამბიციური რეფორმის გატარება, შეიქმნა შესაბამისი სახელმწიფო კომისია, რომელიც ამზადებს კონცეფციას საუნივერსიტეტო რეფორმისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას წარედგინება დეტალური კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს საუნივერსიტეტო სფეროში განათლების ხარისხის ფუნდამენტურად ამაღლებას.
ეს კონცეფცია მოიცავს მრავალ მიმართულებას - დაწყებული ინფრასტრუქტურით, დამთავრებული სასწავლო პროგრამების გადახედვით, უკეთესი პირობების შექმნით პროფესორ-მასწავლებლებისთვის. მისი თქმით, ეს რეფორმა მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდება.
ამასთან, კობახიძის თქმით, მთავრობის ამოცანაა, რეგიონული უნივერსიტეტების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად აგრარული განათლება განისაზღვროს.
„ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, რეგიონული უნივერსიტეტების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად განვსაზღვროთ სწორედ აგრარული განათლება. ეს შეეხება იგივე თელავის უნივერსიტეტს, ისე სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების სფეროში რეფორმების გატარება.
„ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, რადიკალური ცვლილებები შევიტანოთ ამ სფეროში, მათ შორის, ფუნდამენტურად უნდა გადავხედოთ ეროვნულ სასწავლო გეგმას, სასწავლო პროგრამას, სასწავლო სახელმძღვანელოებს, ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდება შემდეგი წლების განმავლობაში“, - განაცხადა მან.
საქართველოში საშუალო განათლების სისტემა მოიცავს 12 წლიან სწავლებას, რომელიც დაყოფილია სამ ეტაპად: დაწყებითი (6 წელი), საბაზისო (4 წელი) და საშუალო (3 წელი). განათლება იწყება 6 წლის ასაკში. სკოლის მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს არ აბარებენ.