„ან სიკვდილი, ან გამარჯვება": ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შიმშილობა დაიწყეს

© Sputnik / STRINGERელენე ხოშტარია აქციაზე
ელენე ხოშტარია აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2025
გამოწერა
„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ანტისამთავრობო აქციების აქტიური მონაწილეა და არაერთხელ არის დაკავებული
თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრებმა, ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ პარლამენტის წინ შიმშილობა დაიწყეს.
გუშინ, 27 ივნისს ხოშტრიამ განაცხადა, რომ შიმშილობას იწყებდა. დღეს კი მას სოლოდარობის ნიშნად გედევან ფოფხაძე შეუერთდა. დღეს შიმშილობა დაიწყო სამმა აქტივისტმაც.
„რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა, ამიტომ მე ვერავის ვერ ვასწავლი ჭკუას, როდის გამოვიდეს ქუჩაში, მე ვერავის ვერ მოვუწოდებ, რომ ან იშიმშილოს ან ციხეში ჩაჯდეს ან როდის გამოვიდეს, მე მხოლოდ ჩემი მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ მზად, რომ თავი შევწირო ამ რეჟიმს და შევწირავ!" - განაცხადა ხოშტარიამ.
გედევან ფოფხაძეც მიიჩნევს, რომ შექმნილ პოლიტიკური ვითარებაში ეს ერთ-ერთი სწორი ნაბიჯია.
„ვუერთდები ელენე ხოშტარიას აქციას - შიმშილობას. შეუძლებელია ამ რეჟიმთან რაიმე ფორმის თანამშრომლობა, რადგან ფაქტობრივად შექმნილია უკანონო რეპრესიული სისტემა. ამიტომ მგონია, რომ დღეს ეს სწორი ფორმაა. ან სიკვდილი, ან გამარჯვება. არავის არ მოვუწოდებ, მაგრამ მგონია, რომ ეს პროტესტი ბევრისთვის მიზიდულობის ცენტრი გახდება",- განაცხადა ფოფხაძემ.
ოპოზიციის გადაწყვეტილებას შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი გამოეხმაურა. „ქართული ოცნების" დეპუტატები მიიჩნევენ, რომ რევოლუციური მოწოდებები არასწორია. მათი შეფასებით, ოპოზიციას ჰქონდა შანსი, საპარლამენტო ტრიბუნა გამოეყენებინა, რაზეც უარი თავად თქვა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ირმა ზავრადაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ისეთ რადიკალურ ქმედებებს არ მიმართონ, რომელიც მათ ჯანმრთელობას დააზიანებს.
„მე, როგორც ადამიანი, მოვუწოდებ, რომ ასეთი რადიკალური ქმედებები, რომელიც ჯანმრთელობას დააზიანებს, არ ქნას. რევოლუციის მოსახდენად აუცილებელი პირობები დღეს საქართველოში, "ქართული ოცნების" პირობებში, არ არის და არც იქნება, რადგან "ქართული ოცნების" ხელისუფლება ის ხელისუფლებაა, რომლის მთავარი მიზანიც, კანონის მიღებიდან დაწყებული, ქმედებებით დამთავრებული, ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებაა და მეტი არაფერი", - ამბობს ირმა ზავრადაშვილი.
„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ანტისამთავრობო აქციების აქტიური მონაწილეა და არაერთხელ არის დაკავებული. ბოლოს ის მიმდინარე წლის მარტში დააკავეს, რასაც დიდი გამოხმაურება მოყვა.
აქციები საქართველოში
„ქართული ოცნების“ ოპონენტები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციებს 28 ნოემბრიდან ყოველ საღამოს ატარებენ. როგორც დემონსტრანტები აცხადებენ, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.
4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შელახვის მცდელობასა და გარე ძალების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით ე.წ. ევრომაიდანის რევოლუციური სცენარის გამეორებაში დაადანაშაულა.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას ყოველ საღამოს მართავენ და გზას კეტავენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.
ყველა ახალი ამბავი
0