https://sputnik-georgia.com/20250628/ass-si-prestijul-ronisziebaze-qartuli-rvino-waradgines-293950645.html
აშშ-ში პრესტიჟულ ღონისძიებაზე ქართული ღვინო წარადგინეს
აშშ-ში პრესტიჟულ ღონისძიებაზე ქართული ღვინო წარადგინეს
Sputnik საქართველო
მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე ქართული ღვინის წარდგენა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის. 28.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-28T17:49+0400
2025-06-28T17:49+0400
2025-06-28T17:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1e/260032829_0:271:1400:1059_1920x0_80_0_0_236038a8bcc940b5624ba279d211815a.jpg
თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში პრესტიჟულ ღონისძიება James Beard Foundation-ზე წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ქართული ღვინო ღონისძიებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners-ის ორგანიზებით წარადგინეს. წელს James Beard Foundation-ის ცერემონიას 1,5 ათასი სტუმარი, კვებისა და სასმელების ინდუსტრიისა და პრესტიჟული ამერიკული მედიაჰოლდინგების წარმომადგენელი დაესწრნენ. რესტორნებისა და შეფმზარეულების ჯილდოები გადაეცემათ კულინარიულ ხელოვნებასა და, აგრეთვე, კვებისა და სასმელების ინდუსტრიაში მიღწეული წარმატებებისთვის. ყოველწლიური ღონისძიება 1986 წლიდან ტარდება და მისი მიზანია ამერიკის რესტორნების ინდუსტრიის სტანდარტების სრულყოფისა და განვითარებისთვის ხელშეწყობა. ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და შემდგომში მასზე მოთხოვნის ზრდისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე.აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1e/260032829_0:35:1400:1085_1920x0_80_0_0_5cd49f09786206674390c44b6c55f1ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, აშშ
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, აშშ
აშშ-ში პრესტიჟულ ღონისძიებაზე ქართული ღვინო წარადგინეს
მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე ქართული ღვინის წარდგენა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის.
თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში პრესტიჟულ ღონისძიება James Beard Foundation-ზე წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ქართული ღვინო ღონისძიებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners-ის ორგანიზებით წარადგინეს.
„James Beard Foundation-ის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც წელს ჩიკაგოს ოპერაში გაიმართა, შეფმზარეულებისა და რესტორატორების გამორჩეულ მიღწევებს, ინოვაციებს, აგრეთვე კვებისა და სასმელების ინდუსტრიაში მიღწეულ წარმატებებს ეძღვნება", - ნათქვამია განცხადებაში.
წელს James Beard Foundation-ის ცერემონიას 1,5 ათასი სტუმარი, კვებისა და სასმელების ინდუსტრიისა და პრესტიჟული ამერიკული მედიაჰოლდინგების წარმომადგენელი დაესწრნენ.
რესტორნებისა და შეფმზარეულების ჯილდოები გადაეცემათ კულინარიულ ხელოვნებასა და, აგრეთვე, კვებისა და სასმელების ინდუსტრიაში მიღწეული წარმატებებისთვის.
ყოველწლიური ღონისძიება 1986 წლიდან ტარდება და მისი მიზანია ამერიკის რესტორნების ინდუსტრიის სტანდარტების სრულყოფისა და განვითარებისთვის ხელშეწყობა.
ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და შემდგომში მასზე მოთხოვნის ზრდისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე.
აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.