https://sputnik-georgia.com/20250627/rodis-moxdeba-aeroportis-gadatana-vaziansi-premierma-tariri-daasaxela-293943136.html
როდის მოხდება აეროპორტის გადატანა ვაზიანში - პრემიერმა თარიღი დაასახელა
როდის მოხდება აეროპორტის გადატანა ვაზიანში - პრემიერმა თარიღი დაასახელა
Sputnik საქართველო
ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარიანობა 20 მილიონი მგზავრი უნდა იყოს. 27.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-27T20:52+0400
2025-06-27T20:52+0400
2025-06-27T20:52+0400
საქართველო
ახალი ამბები
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24809/17/248091754_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_5829b42930de5db81ffa9924753530aa.jpg
თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი 2031 წელს გაიხსნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების ნაცვლად, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საერთაშორისო აეროპორტი ააშენოს. 2024 წლის ივნისში გამოცხადდა ტენდერი ახალი აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე.„წელს დავიწყებთ პარტნიორის შერჩევის პროცედურას და მომავალ წელს უკვე გვეყოლება პარტნიორი კომპანია. 2031 წელს უკვე შევძლებთ აეროპორტის გადატანას ვაზიანში“, - განაცხადა პრემიერმა.ახალი აეროპორტიმთავრობის გეგმით, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრების მიღება 2029 წლიდან უნდა დაიწყოს. მისი წლიური გამტარიანობა 20 მილიონი მგზავრი უნდა იყოს.როგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.საქართველოს რეგიონული საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტის ქონა, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.ამ დროისთვის თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იზღუდება მთავრობის მოქმედი შეთანხმებით კომპანია TAV Georgia-სთან, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს.ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლამდე. ის ზღუდავს საერთაშორისო ფრენებს თბილისის აეროპორტთან 200 კილომეტრის რადიუსში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24809/17/248091754_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_de0b84953e90b21b4f1305dd6043d308.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
საქართველო, ახალი ამბები, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
როდის მოხდება აეროპორტის გადატანა ვაზიანში - პრემიერმა თარიღი დაასახელა
ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარიანობა 20 მილიონი მგზავრი უნდა იყოს.
თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი 2031 წელს გაიხსნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების ნაცვლად, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საერთაშორისო აეროპორტი ააშენოს. 2024 წლის ივნისში გამოცხადდა ტენდერი ახალი აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე.
„წელს დავიწყებთ პარტნიორის შერჩევის პროცედურას და მომავალ წელს უკვე გვეყოლება პარტნიორი კომპანია. 2031 წელს უკვე შევძლებთ აეროპორტის გადატანას ვაზიანში“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის გეგმით, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრების მიღება 2029 წლიდან უნდა დაიწყოს. მისი წლიური გამტარიანობა 20 მილიონი მგზავრი უნდა იყოს.
როგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.
მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.
საქართველოს რეგიონული საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტის ქონა, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.
ამ დროისთვის თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იზღუდება მთავრობის მოქმედი შეთანხმებით კომპანია TAV Georgia-სთან, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლამდე. ის ზღუდავს საერთაშორისო ფრენებს თბილისის აეროპორტთან 200 კილომეტრის რადიუსში.