https://sputnik-georgia.com/20250627/rodis-dasruldeba-sazvrisken-mimavali-gzis-rekonstruqcia-premieris-pasuxi-293942982.html
როდის დასრულდება რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის რეკონსტრუქცია: პრემიერის პასუხი
როდის დასრულდება რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის რეკონსტრუქცია: პრემიერის პასუხი
Sputnik საქართველო
საქართველომ დაასრულა ქვეყანაში ყველაზე გრძელი და რთული გვირაბის მშენებლობა - ცხრა კილომეტრიანი გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ, რაც გზას უხსნის რუსეთში... 27.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-27T20:15+0400
2025-06-27T20:15+0400
2025-06-27T20:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
ვითარება გზებზე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259899879_0:214:2048:1366_1920x0_80_0_0_7ed2e93a5984218076b8266ec9bd0b60.jpg
თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. რუსეთის მიმართულებით გზა სრულად გაიხსნება 2026 წლის ბოლომდე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.საქართველოს ერთადერთი გზაზე, რომელიც რუსეთში მიდის, სწრაფი ტრანზიტის შესაძლებლობა განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყანაში მზარდი სატვირთო გადაზიდვების გათვალისწინებით.გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ზამთარში სატრანზიტო მოძრაობა აღარ იქნება შეზღუდული და ტვირთბრუნვაც გაიზრდება.ამ მიზნით, ხელისუფლებამ უკვე ააშენა საქართველოში ყველაზე დიდი გვირაბი, ცხრა კილომეტრის სიგრძისა და 15 მეტრი დიამეტრის, ჯვრის უღელტეხილის ქვეშ. ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში.გვირაბი სპეციალურად ქვეშეთი-კობის პროექტისთვის შექმნილი გვირაბის საბურღი დანადგარით (TBM-ით) გაიჭრა. სამუშაოების TBM-ით წარმოება მნიშვნელოვნად ამცირებს ზემოქმედებას გარემოზე და უზრუნველყოფს მის მდგრადობას. ამჟამად შიდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროს. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 სთ-ი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იზღუდება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წთ დასჭირდება.გარდა ამისა, თბილისი-გუდაურის მარშრუტზე მგზავრობის დრო ორი საათის ნაცვლად ერთნახევარი საათი იქნება. თბილისი-სტეფანწმინდის მარშრუტზე მგზავრობას ორნახევარი საათის ნაცვლად 1 საათი და 45 წუთი დასჭირდება.მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"–"ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259899879_0:135:1641:1366_1920x0_80_0_0_6d9afed90b2399972be1b1ecf017bc2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
როდის დასრულდება რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის რეკონსტრუქცია: პრემიერის პასუხი
20:15 27.06.2025 (განახლებულია: 20:23 27.06.2025) საქართველომ დაასრულა ქვეყანაში ყველაზე გრძელი და რთული გვირაბის მშენებლობა - ცხრა კილომეტრიანი გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ, რაც გზას უხსნის რუსეთში დაჩქარებულ ტრანზიტს
თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. რუსეთის მიმართულებით გზა სრულად გაიხსნება 2026 წლის ბოლომდე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს ერთადერთი გზაზე, რომელიც რუსეთში მიდის, სწრაფი ტრანზიტის შესაძლებლობა განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყანაში მზარდი სატვირთო გადაზიდვების გათვალისწინებით.
„რაც შეეხება ლარსის გზას, უკვე გაიჭრა უნიკალური 9 კმ-იანი გვირაბი ქვეშეთი-კობის გზაზე, წლის ბოლომდე ქვეშეთი-გუდაურის 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა და მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება მთლიანად ამ გზის მშენებლობა, რაც 25 კმ-ს მოიცავს“, - განაცხადა კობახიძემ.
გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ზამთარში სატრანზიტო მოძრაობა აღარ იქნება შეზღუდული და ტვირთბრუნვაც გაიზრდება.
ამ მიზნით, ხელისუფლებამ უკვე ააშენა საქართველოში ყველაზე დიდი გვირაბი, ცხრა კილომეტრის სიგრძისა და 15 მეტრი დიამეტრის, ჯვრის უღელტეხილის ქვეშ. ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში.
გვირაბი სპეციალურად ქვეშეთი-კობის პროექტისთვის შექმნილი გვირაბის საბურღი დანადგარით (TBM-ით) გაიჭრა. სამუშაოების TBM-ით წარმოება მნიშვნელოვნად ამცირებს ზემოქმედებას გარემოზე და უზრუნველყოფს მის მდგრადობას. ამჟამად შიდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროს. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 სთ-ი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იზღუდება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წთ დასჭირდება.
გარდა ამისა, თბილისი-გუდაურის მარშრუტზე მგზავრობის დრო ორი საათის ნაცვლად ერთნახევარი საათი იქნება. თბილისი-სტეფანწმინდის მარშრუტზე მგზავრობას ორნახევარი საათის ნაცვლად 1 საათი და 45 წუთი დასჭირდება.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"–"ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.