https://sputnik-georgia.com/20250627/parlamentsi-gaxarias-partiis-deputatebistvis-mandatebis-camortmevis-sakitxze0imsjeleben-293933507.html
პარლამენტში გახარიას პარტიის დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევის საკითხზე იმსჯელებენ
პარლამენტში გახარიას პარტიის დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევის საკითხზე იმსჯელებენ
Sputnik საქართველო
გახარიას პარტიის დეპუტატები სხდომებს არასაპატიო მიზეზით აცდენენ, რაც პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაა, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ 27.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-27T11:59+0400
2025-06-27T11:59+0400
2025-06-27T11:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/07/284765740_0:213:2048:1366_1920x0_80_0_0_2583d5a389e8f8d75267cccd939e2410.jpg
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრთა სადეპუტატო მანდატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 30 ივნისს იმსჯელებს, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.კოალიციამ „საქართველოსთვის“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 7,8% მიიღო და პარლამენტში 12 ადგილი მოიპოვა. პარტია პარლამენტში მოხვდა, მაგრამ პირველივე დღიდან ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და მის საქმიანობას იგნორირებს.მისი თქმით, დღემდე არსებული ინფორმაციით, გახარიას პარტიის დეპუტატების მიერ სხდომების გაცდენა არასაპატიო მიზეზით ხდება, რაც პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაა.გარდა ამისა, რადგან პარტიამ არჩევნების შემდეგ არ გააუქმა თავისი სია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, იმ დეპუტატებს, რომელთა უფლებამოსილებაც შეწყდება, სიის მომდევნო წევრები ჩაანაცვლებენ.პარტია „საქართველოსთვის“ ზღვარგადალახული ბოლო ოპოზიციური პარტიაა, რომელიც პარლამენტში რჩება.საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა 5 თებერვალს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირეს - შედეგად პარლამენტის შემადგენლობა ოფიციალურად 150-დან 101-მდე შემცირდა. განაცხადები სამივე პოლიტიკური ძალის ყველა წევრმა შეიტანა - ესენია „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა", „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!"
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/07/284765740_215:238:1719:1366_1920x0_80_0_0_473b245c4fd5c0697d59f3c2e70fac60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი
პარლამენტში გახარიას პარტიის დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევის საკითხზე იმსჯელებენ
გახარიას პარტიის დეპუტატები სხდომებს არასაპატიო მიზეზით აცდენენ, რაც პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაა, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრთა სადეპუტატო მანდატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 30 ივნისს იმსჯელებს, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
კოალიციამ „საქართველოსთვის“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 7,8% მიიღო და პარლამენტში 12 ადგილი მოიპოვა. პარტია პარლამენტში მოხვდა, მაგრამ პირველივე დღიდან ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და მის საქმიანობას იგნორირებს.
„კომიტეტის მხრიდან 12-ვე პირის შემოწმება მოხდება, თუ რამდენად დაირღვა მათი მხრიდან პარლამენტის რეგლამენტი. საკითხის შემოწმების შემდეგ გაკეთდება დასკვნა. დასკვნა იმის მიხედვით მომზადება, რა მოკვლევის შედეგებიც გვექნება“, - განაცხადა მათიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 30 ივნისს იმსჯელებს.
მისი თქმით, დღემდე არსებული ინფორმაციით, გახარიას პარტიის დეპუტატების მიერ სხდომების გაცდენა არასაპატიო მიზეზით ხდება, რაც პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაა.
გარდა ამისა, რადგან პარტიამ არჩევნების შემდეგ არ გააუქმა თავისი სია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, იმ დეპუტატებს, რომელთა უფლებამოსილებაც შეწყდება, სიის მომდევნო წევრები ჩაანაცვლებენ.
პარტია „საქართველოსთვის“ ზღვარგადალახული ბოლო ოპოზიციური პარტიაა, რომელიც პარლამენტში რჩება.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა 5 თებერვალს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირეს - შედეგად პარლამენტის შემადგენლობა ოფიციალურად 150-დან 101-მდე შემცირდა. განაცხადები სამივე პოლიტიკური ძალის ყველა წევრმა შეიტანა - ესენია „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა", „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!"