https://sputnik-georgia.com/20250627/ass-si-daakaves-saqartvelos-moqalaqe-romelsac0mzime-kriminaluri-warsuli-aqvs-293937927.html
აშშ-ში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მძიმე კრიმინალური წარსული აქვს
აშშ-ში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მძიმე კრიმინალური წარსული აქვს
Sputnik საქართველო
აშშ-ში ჩასვლის შემდეგ, 2024 წელს მამაკაცი ორჯერ დააკავეს - ერთხელ წვრილმანი ქურდობისთვის და ერთხელაც მოპარული ნივთების ფლობისთვის. 27.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-27T16:31+0400
2025-06-27T16:31+0400
2025-06-27T16:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24285/49/242854962_0:244:2775:1805_1920x0_80_0_0_86a7bd42004deecede85682e4c79ef52.jpg
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ იქნა მიჩნეული. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებულს მძიმე კრიმინალური წარსული აქვს და დანაშაულები აშშ-შიც აქვს ჩადენილი. საქართველოს მოქალაქე საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა (ICE) ბრუკლინში 19 ივნისს დააკავა. ის აშშ-ში 2023 წელს ჩავიდა, თუმცა ამერიკაში ჩასვლამდე უკვე ჰქონდა კრიმინალური ისტორია. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს წარსულში ბრალი ჰქონდა წაყენებული კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობისთვის, ასევე საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე ადამიანებით ვაჭრობისთვის. არსებული ინფორმაციით, მას 25-წლიანი სასჯელი ჰქონდა მისჯილი, ციხეში კი 9 წელი აქვს გატარებული. აშშ-ში ჩასვლის შემდეგ იგი 2024 წლის თებერვალში ორჯერ დააკავეს - ერთხელ წვრილმანი ქურდობისთვის და ერთხელაც მოპარული ნივთების ფლობისთვის. ICE-ის წარმომადგენლების განცხადებით, ამჟამად მამაკაცის დეპორტაციის პროცედურა მიმდინარეობს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24285/49/242854962_22:0:2753:2048_1920x0_80_0_0_dac8d6be19e8ccc72abe55110e2e5fca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , შემთხვევები
აშშ-ში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მძიმე კრიმინალური წარსული აქვს
აშშ-ში ჩასვლის შემდეგ, 2024 წელს მამაკაცი ორჯერ დააკავეს - ერთხელ წვრილმანი ქურდობისთვის და ერთხელაც მოპარული ნივთების ფლობისთვის.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ იქნა მიჩნეული. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებულს მძიმე კრიმინალური წარსული აქვს და დანაშაულები აშშ-შიც აქვს ჩადენილი. საქართველოს მოქალაქე საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა (ICE) ბრუკლინში 19 ივნისს დააკავა.
ის აშშ-ში 2023 წელს ჩავიდა, თუმცა ამერიკაში ჩასვლამდე უკვე ჰქონდა კრიმინალური ისტორია. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს წარსულში ბრალი ჰქონდა წაყენებული კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობისთვის, ასევე საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე ადამიანებით ვაჭრობისთვის. არსებული ინფორმაციით, მას 25-წლიანი სასჯელი ჰქონდა მისჯილი, ციხეში კი 9 წელი აქვს გატარებული.
აშშ-ში ჩასვლის შემდეგ იგი 2024 წლის თებერვალში ორჯერ დააკავეს - ერთხელ წვრილმანი ქურდობისთვის და ერთხელაც მოპარული ნივთების ფლობისთვის.
ICE-ის წარმომადგენლების განცხადებით, ამჟამად მამაკაცის დეპორტაციის პროცედურა მიმდინარეობს.