https://sputnik-georgia.com/20250627/---------293935572.html
პარლამენტის დეპუტატები საქართველოს პრემიერ-მინისტრს უსმენენ: ანგარიშის ძირითადი თემები
პარლამენტის დეპუტატები საქართველოს პრემიერ-მინისტრს უსმენენ: ანგარიშის ძირითადი თემები
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის გონივრული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ მოახერხა გარე რისკების გადალახვა და საფრთხეებთან გამკლავება, განაცხადა... 27.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-27T13:40+0400
2025-06-27T13:40+0400
2025-06-27T13:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1e/291604638_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_462982d3d5e40e127728c05545b58fc3.jpg
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის წინაშე წარდგა ტრადიციული ყოველწლიური ანგარიშით „მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“, რომელიც 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.147-გვერდიანი ანგარიში ეხება ოთხ მიმართულებას: დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა.Sputnik-საქართველო დოკუმენტის მთავარ თეზისებს წარმოადგენს.ანგარიშის თანახმად, გონივრულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, სტრუქტურულმა რეფორმებმა და მაღალმა მაკროეკონომიკურმა დისციპლინამ შესაძლებელი გახადა საგარეო შოკების ეფექტიანი გადალახვა და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება.„პოსტპანდემიურ პერიოდში, კერძოდ, 2021 − 2024 წლებში, ქვეყნის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9,7% შეადგინა, ხოლო 2024 წელს ის 9,4%-ს გაუტოლდა, რაც საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად აქცევს“, - ნათქვამია ანგარიშში.წინასწარი მონაცემებით, 2025 წელიც ძლიერი ეკონომიკური აქტივობით დაიწყო – I კვარტალში საშუალო ზრდამ 9,3% შეადგინა. ამის პარალელურად, შენარჩუნდა დაბალი ინფლაცია, რომელიც 2024 წელს საშუალოდ 1,1%-ის ფარგლებში იყო.„ინფლაციის სტაბილურობა, რაც ეფუძნება პროდუქტიულობის ზრდასა და გონივრულ ფისკალურ-ფინანსურ პოლიტიკას, ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა“, - ნათქვამია ანგარიშში.ანგარიშის მონაცემებით, ეკონომიკური დინამიკა პირდაპირ აისახა შრომის ბაზარზე.„2024 წელს უმუშევრობის დონე რეკორდულად – 13,9%-ამდე შემცირდა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს – 1,4 მილიონს მიაღწია“, - ნათქვამია ანგარიშში.ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობამ განაგრძო თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე სახელმწიფო მართვის სისტემის შექმნის მიზნით. აქცენტი გაკეთდა ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესების მიმართულებით.საქართველოს მთავრობამ 2024 წელს ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება კვლავ ქვეყნის ერთერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა.„ეს მიმართულება რეალურ ნაბიჯებსა და რეფორმებს დაეყრდნო, რაც დაეხმარა დემოკრატიული მმართველობის უფრო მეტად გამყარებასა და ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუციური სისტემის გაძლიერებას“, - ნათქვამია ანგარიშში.გარდა ამისა, აქტიურად გაგრძელდა 2022 – 2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის განხორციელება.„შეიქმნა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის სამუშაო ვერსია, რომელიც რეგულარულად განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების გარემო ხშირად იცვლება. უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა“, აღნიშნულია ანგარიშში.გარდა ამისა, დამტკიცდა საქართველოს კანონი „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ“, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დანაშაულების პრევენციასა და გამოძიებას. მიგრაციის სფეროში განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები თავშესაფრის სისტემის გაუმჯობესებისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.დოკუმენტის თანახმად, მთავრობა აგრძელებს სოციალური დაცვის გაძლიერებას: იზრდება პენსიები ინდექსაციის პრინციპით და 2025 წელს პენსია 35 ლარით გაიზარდა. სახელმწიფოს მხრიდან ასევე გრძელდება მიზნობრივი დახმარება მოწყვლად ჯგუფებზე − მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებსა და ბავშვებზე.კობახიძის თქმით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა რეფორმები განათლების ყველა დონეზე, რაც მიმართული იყო ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და თანასწორობის ამაღლებაზე.გარდა ამისა, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების, ინსტიტუციური გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ფარგლებში, გაძლიერდა ეროვნული მედეგობა, ტერიტორიული თავდაცვისა და წინააღმდეგობის ელემენტების ორგანიზება. გაგრძელდა თავდაცვის სტრატეგიული დოკუმენტების გადახედვა და რისკის მართვის სისტემის დანერგვა. გრძელდება ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო და საინჟინრო შესაძლებლობების გაძლიერება, საჰაერო სივრცის მართვის სისტემების მოდერნიზება და ნატოს სტანდარტების შესაბამისი შეიარაღების დანერგვა. საქართველოს თავდაცვის ძალები აქტიურად მონაწილეობს ნატოს პროგრამებსა და საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში.გამოსვლის შემდეგ პრემიერი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1e/291604638_0:0:1778:1333_1920x0_80_0_0_661cd31c32997d297b774dbc41f4ef3e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის დეპუტატები საქართველოს პრემიერ-მინისტრს უსმენენ: ანგარიშის ძირითადი თემები
საქართველოს მთავრობის გონივრული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ მოახერხა გარე რისკების გადალახვა და საფრთხეებთან გამკლავება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის წინაშე წარდგა ტრადიციული ყოველწლიური ანგარიშით „მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“, რომელიც 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.
147-გვერდიანი ანგარიში ეხება ოთხ მიმართულებას: დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა.
Sputnik-საქართველო დოკუმენტის მთავარ თეზისებს წარმოადგენს.
„გლობალური გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა მტკიცედ აგრძელებს სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული სტრატეგიული მიზნების განხორციელებას და ქვეყანას მშვიდობიანი, მდგრადი და ინკლუზიური განვითარების გზაზე წარმატებით მიუძღვება“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, გონივრულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, სტრუქტურულმა რეფორმებმა და მაღალმა მაკროეკონომიკურმა დისციპლინამ შესაძლებელი გახადა საგარეო შოკების ეფექტიანი გადალახვა და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება.
„პოსტპანდემიურ პერიოდში, კერძოდ, 2021 − 2024 წლებში, ქვეყნის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9,7% შეადგინა, ხოლო 2024 წელს ის 9,4%-ს გაუტოლდა, რაც საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად აქცევს“, - ნათქვამია ანგარიშში.
წინასწარი მონაცემებით, 2025 წელიც ძლიერი ეკონომიკური აქტივობით დაიწყო – I კვარტალში საშუალო ზრდამ 9,3% შეადგინა. ამის პარალელურად, შენარჩუნდა დაბალი ინფლაცია, რომელიც 2024 წელს საშუალოდ 1,1%-ის ფარგლებში იყო.
„ინფლაციის სტაბილურობა, რაც ეფუძნება პროდუქტიულობის ზრდასა და გონივრულ ფისკალურ-ფინანსურ პოლიტიკას, ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის მონაცემებით, ეკონომიკური დინამიკა პირდაპირ აისახა შრომის ბაზარზე.
„2024 წელს უმუშევრობის დონე რეკორდულად – 13,9%-ამდე შემცირდა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს – 1,4 მილიონს მიაღწია“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობამ განაგრძო თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე სახელმწიფო მართვის სისტემის შექმნის მიზნით. აქცენტი გაკეთდა ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესების მიმართულებით.
„გაუმჯობესდა სახელმწიფო სერვისების მიწოდება და ასევე მუშაობა მიმდინარეობდა ელექტრონული მმართველობის სისტემების გაძლიერების მიმართულებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მიწის რეგისტრაციის, ციფრული იდენტიფიკაციის, მონაცემთა გაცვლისა და ინფრასტრუქტურის განვითარებით, რაც მიმართულია მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და სახელმწიფო სერვისებზე მოქალაქეთა წვდომის გასაუმჯობესებლად“, - ნათქვამია დოკუმენტში.
საქართველოს მთავრობამ 2024 წელს ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება კვლავ ქვეყნის ერთერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა.
„ეს მიმართულება რეალურ ნაბიჯებსა და რეფორმებს დაეყრდნო, რაც დაეხმარა დემოკრატიული მმართველობის უფრო მეტად გამყარებასა და ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუციური სისტემის გაძლიერებას“, - ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, აქტიურად გაგრძელდა 2022 – 2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის განხორციელება.
„შეიქმნა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის სამუშაო ვერსია, რომელიც რეგულარულად განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების გარემო ხშირად იცვლება. უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა“, აღნიშნულია ანგარიშში.
გარდა ამისა, დამტკიცდა საქართველოს კანონი „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ“, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დანაშაულების პრევენციასა და გამოძიებას. მიგრაციის სფეროში განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები თავშესაფრის სისტემის გაუმჯობესებისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
დოკუმენტის თანახმად, მთავრობა აგრძელებს სოციალური დაცვის გაძლიერებას: იზრდება პენსიები ინდექსაციის პრინციპით და 2025 წელს პენსია 35 ლარით გაიზარდა. სახელმწიფოს მხრიდან ასევე გრძელდება მიზნობრივი დახმარება მოწყვლად ჯგუფებზე − მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებსა და ბავშვებზე.
კობახიძის თქმით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა რეფორმები განათლების ყველა დონეზე, რაც მიმართული იყო ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და თანასწორობის ამაღლებაზე.
„სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემებში დაიხვეწა სტანდარტები, გაიზარდა სკოლების ავტონომია და შეფასების მექანიზმები. ეთნიკური უმცირესობებისთვის ფართოდ იქნა დანერგილი ბილინგვური პროგრამები“, - ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების, ინსტიტუციური გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ფარგლებში, გაძლიერდა ეროვნული მედეგობა, ტერიტორიული თავდაცვისა და წინააღმდეგობის ელემენტების ორგანიზება. გაგრძელდა თავდაცვის სტრატეგიული დოკუმენტების გადახედვა და რისკის მართვის სისტემის დანერგვა. გრძელდება ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო და საინჟინრო შესაძლებლობების გაძლიერება, საჰაერო სივრცის მართვის სისტემების მოდერნიზება და ნატოს სტანდარტების შესაბამისი შეიარაღების დანერგვა. საქართველოს თავდაცვის ძალები აქტიურად მონაწილეობს ნატოს პროგრამებსა და საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში.
გამოსვლის შემდეგ პრემიერი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.