თბილისში ორი ნარკორეალიზატორი დააკავეს: ორივე უცხო ქვეყნის მოქალაქეა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2025
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება 20 და 30 წლის მამაკაცებს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღების მომზადებასა და გასაღების მცდელობას ედავება. დაკავებულებს შორის ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევია.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინისა და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება მეთადონი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 18-260-ე ტერცია და 19-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0