https://sputnik-georgia.com/20250626/somxetsi-xelisuflebis-xelsi-cagdebis-mcdelobis-saqmeze-15-adamiani-daakaves-293925943.html
სომხეთში ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის საქმეზე 15 ადამიანი დააკავეს
სომხეთში ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის საქმეზე 15 ადამიანი დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულთა შორის არის მოძრაობა „წმინდა ბრძოლა"-ს ლიდერი, არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი. 26.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-26T17:44+0400
2025-06-26T17:44+0400
2025-06-26T17:44+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
კავკასია
სომხეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23447/48/234474847_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_d929575dbd39563957e176a6451fa62a.jpg
თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. სომხეთში ხელისუფლების შეიარაღებული გზით ხელში ჩაგდების მცდელობის საქმეზე უკვე 15 ადამიანია დაკავებული, იუწყება საგამოძიებო კომიტეტი.სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების ყველა შუამდგომლობა და ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ შორის არის მოძრაობა „წმინდა ბრძოლა"-ს ლიდერი, არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი.გამოძიების კომიტეტის ინფორმაციით, ჩხრეკების შედეგად აღმოჩენილია უამრავი აალებადი საგანი, რომელიც ელექტროკაბელებისა და ინტერნეტკავშირის დაზიანებისთვის იყო განკუთვნილი.როგორც სოციალურ ქსელში ადვოკატმა ალექსანდრ კოჩუბაევმა დაწერა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არმენ ალექსანიანი შეცდომით დააკავეს.„გამომძიებლებმა, განზრახ თუ უნებლიეთ, დაუშვეს შეცდომა სატელეფონო საუბრების ანალიზისას და სხვა ადამიანის ქმედებები ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს მიაწერეს,“ – აღნიშნა მან.შეგახსენებთ, რომ 25 ივნისს საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა ტერორისტული აქტების მზადების შესახებ, რომლებიც „წმინდა ბრძოლის“ წევრების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად. ბაგრატ გალსტიანისა და მისი მხარდამჭერების სახლებში მასშტაბური ჩხრეკები ჩატარდა. სასამართლომ იმავე საღამოს მათ მიმართ პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23447/48/234474847_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_523e879625b0f1d490c223c63c481977.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, კავკასია, სომხეთი, პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, კავკასია, სომხეთი, პოლიტიკა
სომხეთში ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის საქმეზე 15 ადამიანი დააკავეს
დაკავებულთა შორის არის მოძრაობა „წმინდა ბრძოლა"-ს ლიდერი, არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი.
თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. სომხეთში ხელისუფლების შეიარაღებული გზით ხელში ჩაგდების მცდელობის საქმეზე უკვე 15 ადამიანია დაკავებული, იუწყება საგამოძიებო კომიტეტი.
სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების ყველა შუამდგომლობა და ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ შორის არის მოძრაობა „წმინდა ბრძოლა"-ს ლიდერი, არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი.
გამოძიების კომიტეტის ინფორმაციით, ჩხრეკების შედეგად აღმოჩენილია უამრავი აალებადი საგანი, რომელიც ელექტროკაბელებისა და ინტერნეტკავშირის დაზიანებისთვის იყო განკუთვნილი.
როგორც სოციალურ ქსელში ადვოკატმა ალექსანდრ კოჩუბაევმა დაწერა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არმენ ალექსანიანი შეცდომით დააკავეს.
„გამომძიებლებმა, განზრახ თუ უნებლიეთ, დაუშვეს შეცდომა სატელეფონო საუბრების ანალიზისას და სხვა ადამიანის ქმედებები ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს მიაწერეს,“ – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ 25 ივნისს საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა ტერორისტული აქტების მზადების შესახებ, რომლებიც „წმინდა ბრძოლის“ წევრების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად. ბაგრატ გალსტიანისა და მისი მხარდამჭერების სახლებში მასშტაბური ჩხრეკები ჩატარდა. სასამართლომ იმავე საღამოს მათ მიმართ პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.