ზახაროვა: საერთაშორისო უფლებადამცველები უკრაინის არმიის დანაშაულებს არ სწავლობენ

  - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2025
გამოწერა
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო უფლებადამცველი სტრუქტურები დეტალებში არ იხილავენ უკრაინის არმიის ბოევიკების დანაშაულებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
ამის შესახებ მან „როსია სეგოდნიას“ მულტიმედიურ პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც საერთაშორისო საზოგადოებრივი ტრიბუნალის მოხსენება „ქალაქ ძერჟინსკში კიევის რეჟიმის სისასტიკე და ომის დანაშაულების“ პრეზენტაცია გაიმართა.
„ტრიბუნალი აკეთებს იმას, რაც საერთაშორისო უფლებადამცველ სტრუქტურებს უნდა გაეკეთებინათ, თუკი ისინი თავიანთი მისიის ერთგულები იქნებოდნენ. ის აჩვენებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა დანაშაულს ჰყავს კონკრეტული შემსრულებლები, არსებობენ დამკვეთები, არსებობენ მფარველები“, — თქვა მან
როგორც რუსული მედია წერს, უკრაინის არმიის სამხედროებისა და დაქირავებული უცხოელი მებრძოლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო-საგამოძიებო ორგანოები იძიებენ და დოკუმენტებად კინძავენ.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა, რომ კიევის რეჟიმის დანაშაულები რუსეთში გამოძიებული უნდა იყოს, ხოლო დამნაშავეები — ნაპოვნი და დასჯილი.
ყველა ახალი ამბავი
0